|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 წლამდე ასაკის პირთა აზარტულ თამაშებში დაშვება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტულ თამაშებში დაშვება შესაძლოა, დასჯადი გახდეს.
შესაბამის ნორმას სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ასევე სავალდებულო ხდება თამაშის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

„აიკრძალება სალაროდან თანხის გატანა, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანი პირების თამაშის შეზღუდვას, თანხის მოძრაობის კონტროლს, ობიექტში ელექტრონული თამაშობიდან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას და ასევე, ობიექტების გარეთ არსებული სალაროების ცნების გაუქმებასაც“, - აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა