|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 აგვისტოდან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება

 3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. ამ დღიდან მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს მოქმედებას, რასაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს. 

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და კანონით დადგენილი წესით, თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა.

აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ამასთან, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა