|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

დღეს, 420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.

დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა 2020 წელს მიიღეს.

420 დევნილი ოჯახი კი ახლა განსახლდება. წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში, მისი ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა