|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 თვეში ქუთაისში 784 600 ლარის ქონება გაიყიდა

მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზებისთვის 3 500 000 ლარია გათვლილი.  რაც წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია. ადგილობრივ თვითმმართველობას საპივატიზაციო ნუსხაში 500–მდე ობიექტი აქვს, თუმცა ამ დროისთვის ელექტრონულ აუქციონზე არცერთი ობიექტი არ არის გატანილი.

6 თვის მონაცემებით მერიის ბალანსზე არსებული მხოლოდ 784 600  ლარის ქონება გაიყიდა, 5 თვის მონაცემებით კი აღნიშნული თანხა 461 477 ლარს შეადგენდა. დარჩენილ ექვს თვეში მერიამ წლიური გეგმის შესასრულებლად 2  715 400  ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს.

                              

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა