|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 მილიონი ლარი გაიფლანგა - გელათის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ

გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.შუშანია საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

მისი თქმით, მომხდარზე ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საქმის გადაფარვას და ისრების ყოფილი ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობს.

შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი