|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

 

დღეს, ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე ცნობილი კინორეჟისორის  რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ქალაქისა და მხარის  პირველი პირები, კულტურული და შემოქმედებითი ინტელიგენცია დაესწრნენ.

„ეს  არის სახლი, სადაც ცხოვრობდა რეზო ჩხეიძის ოჯახი 1937 წლამდე. მე-5 კლასში იყო რეზო, როდესაც დაიჭირეს  მამამისი, მწერალი დია ჩიანელი, იგივე დავით ჩხეიძე. ოჯახი გამოასახლეს პირდაპირ ქუჩაში და აქ სხვები შეასახლეს. მერე გაიყიდა ეს ბინა და ახლა, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ - კულტურის სამინისტრომ ეს სახლი შეუსყიდა რეზოს. თვითონ ბატონი რეზოს სურვილი იყო გადმოსულიყო აქ და გაეკეთებინა როგორც მუზეუმი, მაგრამ ეს მან უკვე ვეღარ მოასწრო.  ყველაფერი მზადაა უკვე და ქალბატონი ინესა ავალიანის(რეზოს ნათესავის) მონდომებით და ქალაქის მხარდაჭერით. საუბარია, რომ აქ მოეწყოს კინოსკოლა და ჩატარდეს ფილმების ჩვენებები“,-განუცხადა ჟურნალისატებს რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება. გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კი სურვილი გამოთქვა მუზეუმის ტურისტულ მარშტუტში შეტანის, რათა დაინტერესებული სტუმრებს „ჯარისკაცის მამის“ რეჟისორის სახლ-მუზეუმის ნახვის საშუალება მიეცეთ.

დღეს ოპერის თეატრში მოეწყობა  რეზო ჩხეიძის შესახებ ფილმის ჩვენება და  წიგნის პრეზენტაცია.


 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა