|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8-9 მარტს ფაროსანასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება [VIDEO]

8-9 მარტს  საქართველოში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება, რომლის მთავარი საკითხიც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში, ბოლო სამი წლის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა- აზიური ფაროსანა იქნება. ღონისძიებას მავნებელთან ბრძოლის მიმართლებით  ამერიკის ყველა წამყვანი სპეციალისტი  და მეზობელი ქვეყნების ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან. სიმპოზიუმის მიზანია ამ მიმართულებით საერთაშორისო და  კავკასიის რეგიონში არსებული გამოცდილების გაზიარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით,  საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს,  ყველა გეოგრაფიულ არეალი ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ შედეგის ეფექტურობისთვის  საჭიროა, დაგროვილი გამოცდილების შესაბამის ღონისძიებებში გამოყენება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად  სახელმწიფო ამერიკის გამოცდილებას ითვალისწინებს. როგორც დავითაშვილი ამბობს, საქართველოს გეოგრაფიული არეალი განსხვავებულია და მეთოდებიც კორექტირებას საჭიროებს, რაც  მიმდინარე წელს არის გათვალსიწინებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიურ ფაროსანას თითქმის 20 წელია ებრძვიან.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა