|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

83 წლის ქალი, რომელსაც იუსტიციის სახლში უმტკიცებენ, რომ გარდაცვლილია

ცოცხალი ქალი, რომელსაც იუსტიციის სახლში უმტკიცებენ, რომ გარდაცვლილია. 83 წლის თალიკო თავაძე რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო ქუთაისის ერთ ერთ კლინიკაში მოხვდა, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა.

შემთხვევის შემდეგ კი ხანდაზმულ ქალბატონს პენსია შეუწყვიტეს.

უკვე მეოთხე თვეა თალიკო თავაძე სოციაულურ მომსახურების სააგენტოსა და იუსტიციის სახლში ამტკიცებს, რომ ცოცხალია, თუმცა უშედეგოდ.

ქალბატონი ამოიღეს საარჩევნო სიიდანაც.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი