|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შევდივართ იმ ფაზაში, რასაც მესამე ტალღა ქვია - ზვიად შალამბერიძე

შევდივართ იმ ფაზაში, რასაც მესამე ტალღა ქვია - ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინშერხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების 88 ახალი დადასტურებული შემთხვევა საგანგაშო სიგნალი იმერეთისთვის. 

,,შევდივართ იმ ფაზაში, რომელსაც მესამე ტალღა ქვია.  რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 88 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გასულ დღეებთან შედარებით ციფრი გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საგანგაშო სიგნალი იმერეთისთვის.

რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით აუცილებელია აღსრულების ნაწილის გამკაცრება და თითოეულ დარღვევაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება. COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია პირბადეების სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.  მნიშვნელოვანია, თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება” - ზვიად შალამბერიძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა