ამბროლაურში აიპების ხელმძღვანელებს ავალებენ თანამშრომლების სიების მიტანას, სადაც მითითებულია, რომელ კანდიდატს აძლევენ ხმას
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები ამბროლაურში" - "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ააიპების ხელმძღვანელებს ავალებენ თანამშრომლების სიების მიტანას, სადაც პირად მონაცემებთან ერთად მითითებულია, თუ რომელ კანდიდატს აძლევს ხმას.
"ევროპული საქართველოს" წევრების გიორგი კანდელაკისა და მაია კაციტაძის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი არის დანაშაული და კრიმინალი, რადგან ხდება თანამშრომლებეზე ზეწოლა და მათ სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ.
"ევროპული საქართველოს" წევრები მოუწოდებენ, შესაბამის სამსახურს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და შეწყდეს ამომრჩევლებზე ზეწოლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა