|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წევრებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

„მიმდინარე წელს ამერიკულ ფეხბურთში პირველი ეროვნული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, თუმცა შესაბამისი ხელშეწყობა არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან გამართულ აქციას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, ამერიკული ფეხბურთის კლუბის წევრები აქციას ამერიკის საელჩოსთან გავმართავთ და ელჩთან შეხვედრას მოვითხოვთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

interpressnews.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი