|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბესიკ ივანაშვილის სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.

დაკავებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის არგუმენტების გამო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

"ბრალდების შუამდგომლობა იყო პატიმრობა და გაიზიარა ბრალდების პოზიცია სასამართლომ და შეუფარდა 2 თვიანი პატიმრობა.

ჩვენი შუამდგომლობა იყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არ გაითვალისწინა სასამართლომ, თუმცა გავასაჩივრებთ აუცილებლად აღმკვეთი ღონისძიების განჩინებას.

წარდგენილ ბრალს არ ცნობს, რაიმე ქმედება, შემხებლობა ფაქტთან მას არა აქვს," - განაცხადა  ავთო ბუცხრიკიძემ.

 საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის სასამართლოში 7 ივლისს გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა