|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დახურული სხდომა ონლაინრეჟიმში იქმება.
 
დაკავებული ბესიკ ივანაშვილის ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, მისი დაცვისქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს მის ბიზნეს საქიანობას უკავშირებს.
ადვოკატის თქმით, დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე,  დეტალებზე ვერ ისაუბრებს. გამოიყენებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს, ეს სხდომაზე გახდება ცნობილი.
ბიზნესმენი ბესიკ ივანაშვილი ორი დღის წინ დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება ედება. ბრალი 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი