|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში"-ელიზაბედ რუდი

აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი.

"აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვუჭერთ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში, ასევე იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ან ყველა ნიშანს"-განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

მისი თქმით, აშშ-მ  მოიწონა გადაწყვეტილება 2020 წელს პროპორციულ სისტემასზე გადასვლასთანნ დაკავშირებით,  თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემებრს ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში.  ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმთ, ამ ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება და შექმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია.

"სწორედ ამიტომ აშშ ევროკავშირთან ერთად, გაერთიანდა იმისათვის, რომ დაეხმაროს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რათა დაიწყოს პროცესი ნდობის აღდგენისკენ, სწორედ, ამიტომ გასულ შაბათს დაიწყო დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, სადაც განიხილება სხვადასხვა მოდელები, მათ შორის გერმანულიც და მთავარი მიზანია, რომ ამ დიალოგის შედეგად მოხდეს ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს მხარეების სურვილი"-განაცხადა რუდმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა