|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვირიკაშვილი ხელოვნური სუნთქვაზე აღარ იმყოფება

დაშავებული რაგბისტების მეგობრის თქმით,  მერაბ კვირიკაშვილი რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, შედარებით უკეთაა და ხელოვნურ სუნთქვაზე აღარაა მიერთებული. ცოლების მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმედაა.

დაშავებული რაგბისტების დასახმარებლად დიდი რაოდენობით პირველი რეზუს დადებითი სისხლის გადასხმაა საჭირო. მსურველებს შეუძლიათ სისხლის გასაღებად დილიდან მიბრძანდნენ ქუთაისის სისხლის ბანკში.

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

გარდაცვლილებს შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, მესამე კი მათი მეგობარი გოგონა.

დაშავებულები კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები – მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძეა, რომლებიც ავარიის დროს მეუღლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა