|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს რკინიგზა გაეროს განვითარების პროგრამისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში ჩაერთო.

  ,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად’’ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოხალისე ახალგაზრდებმა ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტერები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებლებში გააკრეს, საინფორმაციო ბუკლეტები კი მგზავრებს დაურიგეს.

საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა კაჭარავა კი დაინტერესებულ მგზავრებს ვაქცინაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდა. 

კამპანიის ორგანიზატორები გაერო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან. 



ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა