|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანის მშენებლობა შპს”ტოდინმა” მიატოვა?(PHOTO)

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ავტობანის მშენებლობა შპს”ტოდინმა” მიატოვა. მისი განცხადებით,  ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე სამუშაოები 3-4 თვეა არ მიმდინარეობს.

”წინა ხელისუფლების დროს,  შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ-  შპს”ტოდინი”.  ამ კომპანიასთან ყოველთვის ქონდათ პრობლემები მუშებს ხელფასების დაგვიანების,  უხარისხო მშენებლობის გამო და ასე შემდეგ.  მათი აშენებული ხიდი დაინგრა, უხარისხობასთან ერთად მივიღეთ ის, რომ 3-4 თვეა ”ტოდინმა” შეწყვიტა ფუნქციონირება და მიატოვა სამუშაოები. მოვუწოდებ ხელისუფლებას მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაინტერესდნენ აღნიშნულის შესახებ”,-აღნიშნა წულაიამ.

შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ტოდინი“ 2012 წლის ნოემბრიდან ასრულებდა.  ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის (ლოტი I) პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77,9 მილიონი ლარი და 20,6 მილიონი ევროა.

”ნიუპრესი” დაუკავშირდა კომპანია ”ტოდინის” წარმომადგენელს,  ისინი ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

 

    

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა