|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი გაზეთის“ 28 სექტემბერი - 4 ოქტომბრის ნომერი გამოვიდა

„ახალი გაზეთის“ ამ ნომრის  მთავარი თემა  არათანაბარი შესაძლებლობების გარემოს შესახებაა - „შშმ პირების პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება“,  ამ სახელწოდების სტატია ნესტან ჩაგელიშვილმა მოამზადა.  

გაზეთის ჟურნალისტური გამოძიება  იპოთეკით დაზარალებულთა საკითხებს  ეძღვნება,  რომელზეც  ცისანა შერგელაშვილმა იმუშავა.

გაზეთი ტრადიციულად გთავაზობთ სადისკუსიო კლუბს, რომელსაც თამარ კურატიშვილი უძღვებოდა,  ასევე ტრადიციულ რუბრიკას  „ევროპის დროით“ .

შრომითი უფლებების დაცვისა,  თუ  საკუთრების უფლების აღიარების საკითხებზე, ასევე  სხვა საინტერესო თემებზე მომზადებული სტატიებით, „ახალი გაზეთის“ ახალი ნომერი უკვე გაყიდვაშია.   

ავტორი: ირინა მაკარიძე