|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძრის ეზოში ოპერის თეატრის ორკესტრმა მინიკონცერტი მოაწყო

პანდემიის გამო დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში მოკრძალებულად აღინიშნა. ქალაქში ღია სივრცეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა მინიკონცერტი მოაწყო.

ორკესტმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით საქართველოს ჰიმნი  და „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.

დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა