|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის გამგებელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ბაღდათის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ბრალდებული ადვოკატის,  კახა წერეთლის განცხადებით,  ირაკლი გეგეშიძე  დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ის  გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ადვოკატის ინფორმაციით, გამგებლისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. გეგეშიძე ამ დრომდე მოდულის შენობაში იმყოფება. 

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მას 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ეხება, რომელიც სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა