|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის მერიასთან სოფელ ვარციხის სპორტკომპლექსის გასხვისებას აპროტესტებენ

ბაღდათის მერიასთან სოფელ ვარციხეს მოსახლეობაა შეკრებილი. მოქალაქეები სოფლის სპორტკომპლექსის გასხვისებას აპროტესტებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოედანი ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილია.

მათი თქმით, ობიქეტი საპრივატიზაციო ნუსხაში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილები მოხვდა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიას კომპანია "შატო მუხრანი" ყიდულობს და ადგილზე ვენახის გაშენებას გეგმავს.

მოსახლეობისთვის მერიის ალტერნატიული შეთავაზება მოუღებელია და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დღეს გადის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა