|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბატონი რეზო იყო ცოცხალი მატიანე, ლეგენდა, ეპოქალური ადამიანი"

საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმერეთის ბიუროს ოპერატორი რეზო ბუხსიანიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ღვაწლმოსილი ოპერატორი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

"გარდაიცვალა კაცი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის დაარსებიდან დღემდე უწყვეტი შტატით გახლდათ ქვეყანაში ერთ ერთი პირველი ოპერატორი. დასავლეთ საქართველოში კი ხელმძღვანელობდა ბიუროს, ჯერ კიდევ მაშინ,  როდესაც კოპიტნარის აეროპორტით აგზავნიდა ფირებს „თბილისი-ქუთაისის“ რეისზე.

ბატონი რეზო იყო ცოცხალი მატიანე, ლეგენდა, ეპოქალური ადამიანი... ვბრუნდებოდით რომელიმე რეგიონიდან და არ არსებობს რაიმე ობიექტი,  რომლის გახსნა მისი გადაღებული არ ყოფილიყო.
„ეს ენგურის გახსნა მე გადავიღე“, “ეს ჩაის ფაბრიკა ჩემი გადაღებულია“, „ეს ფოთის პორტი მე გადავიღე“, „ამ ძეგლის გახნას გურიაში მე ვიღებდი“....
სოხუმშიც ბევრი რამ მისია, ფეხით გადმოვიდა ჭუბერზე რეზო და დიანა ციბაძე, მათი გადაღებულია ყველა ამაღელვებელი კადრი აფხაზეთის ომის..
რეზოს კადრები არაერთხელ გასულა საერთაშორისო არხებზე, გნებავთ CNN-ზე, გნებავთ BBC-ზე.
პროფესიული მოვალეობის დროს 14-ჯერ მოყვა ავარიაში, აქედან ერთხელ ჩემთან ერთადაც. 90-იან წლებში არაერთხელ დაცხრილეს მისი მანქანა, სადაც მოკლეს ადამიანები, მათ შორის პოლიციის უფროსი... იყო მძევლად სამეგრელოს სამოქალაქო ომებში... რა არ გადაიტანა", - წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე. 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა