|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი აქვს

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ”ფეისბუქში” წერს.

”მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან” და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა.

”ტაბულამ” გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ”ტაბულა” და ივანიშვილი. ამის შემდეგ ”ტაბულას” მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი ”ტაბულა” მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს...

მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა - არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი”, - წერს უძილაური.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ინტერვიუ,   რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით  შედგა, ივანიშვილისავე განცხადებით, მისი წერილის განხილვას უნდა დათმობოდა. თუმცა ინტერვიუს განვითარებით  ყოფილი პრემიერი უკმაყოფილო დარჩა და სხვა  ტელევიზიებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა