|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოქლომი ბიძინა ივანიშვილისათვის - გოგი წულაია ქუთაისის უპერსპექტივობას აპროტესტებს

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის და ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა. წულაია აცხადებს, რომ იქ, სადაც სექტემბრიდან სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, დღემდე ჭაობი არ დაუშრიათ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ივანიშვილმა საპარლამენტო ქალაქის მიზანმიმართული ძარცვა განახორციელა.

 "არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა და განვითარების პერსპექტივა ჩაუკეტა", - აცხადებს გოგი წულაია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა