|
  • EUR 1 = GEL 3.0595
  • USD 1 = GEL 2.4638
|

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ხუთ შეხვედრას გამართავენ.

ავტორი: ნიუპრესი