|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ

ქუთაისში, ბუხაიძის #19–ში მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები კორპუსის სიახლოვეს მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. როგორც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, მიწის ნაკვეთი წლების წინ სკვერს წარმოადგენდა, თუმცა უკანონოდ  გასხვისდა,  ახალი მფლობელი კი აქ მრავალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობის გამო ისინი ეზოს დაკარგავენ და მათი ბინები დაბნელდება.

ადგილობრივებმა პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ გამართეს აქცია, ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვენებ მშენებლობას და შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი