|
EUR 1 =
GEL 3.649
USD 1 =
GEL 3.1637
|
მთავარი
არჩევნები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
სამართალი
ობიექტივი
მეტი
თვითმმართველობა
გადაცემა აქცენტი [Video]
Chat News
გენდერი
FaceBox
კულტურა
კონკურსი / ანონსი
საინტერესო ამბები
თავდაცვა
უცხოეთი
ბლოგი
სპორტი
ინტერვიუ
რეკლამა
სიახლეები
პარლამენტის ნგრევის შედეგად ზესტაფონელი რეზო ნებიერიძე დაიღუპა
00:00 | 07.06.2012
ამ წუთებში ხდება ცნობილი, რომ ქუთაისის პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაღუპული პიროვნება ზესტაფონის რაიონი სოფელ ზოვრეთის მკვიდრი 55 წლის წლის რეზო ნებიერიძეა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მასთან ერთად პარლამენტის მშენებლობაზე მისი სამი შვილიც მუშაობდა, რომლებიც ბოლო პერიოდში სამუშაოდ კახეთში გადავიდნენ.
3 გარდაცვლილის თაობაზე პროზექტურაში ინფორმაციას არც უარყოფნენ და არც ადასტურებენ
00:00 | 07.06.2012
ბოლო ინფორმაციით, პარლამენტში ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3–მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენელი სოფო დვალიშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს მხოლოდ იმას, რომ ეს საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.
პარლამენტში ნგრევას 4 მუშა გადაურჩა
00:00 | 07.06.2012
პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პირად საუბარში ამბობენ, რომ შენობის უკანა ნაწილში ხარაჩოების ნგრევის დროს, 4–მა მუშამ გაქცევა მოასწრო, 5 მუშა მძიმედ დაშავდა. სულ დაშავებულთა რიცხვი 20–მდეა. ერთი კი გარდაიცვალა. სხვა დეტალებზე ამ დრომდე არავინ საუბრობს. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულები ზუგდიდის საავამდყოფოში გადაჰყავთ.
ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
00:00 | 07.06.2012
ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად გარდაცლილის ცხედარს ქუთაისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარტულო ეკიპაჟია მობილიზებული. ექსპერტიზის ბიუროში მედიის დაშვება აკრძალულია.
ნგრევის შედეგად გადრაცვლილი მუშა სავარაუდოდ ზესტაფონელია
00:00 | 07.06.2012
პარლამენტის შესასვლენთან ამ დროისთვის დაშავებული მუშების ახლობლები იკრიბებიან. თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პიროვნების თქმით, გარდაცვლილი მუშა ზესტაფონელია. მუშების თქმით ის დაახლოებით 60-წლამდე იქნებოდა. მომხდარი ფაქტის მიუხედავად, პარლამენტის გარე და შიდა ტერიტორიაზე სამუშაოები ახლაც მიმდინაროებს.
პარლამენტში ნგრევის შედეგად სავარაუდოდ 20–მდე მუშა დაშავდა
00:00 | 07.06.2012
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ პარლამენტის ნგრევის შედეგად 20–მდე მუშაა დაშავებული.თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმ ინფორმაციასაც უარყოფენ, რომ დაშავებულები სწორედ მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ამ დრომდე დაშავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პარლამენტში დაშავებული მუშების ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებენ
00:00 | 07.06.2012
ამ წუთებში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მობილიზება გამოცხადდა, შეიზღუდა მედიის წარმომადგენელთა გადაადგილება. სავარაუდოდ, მედიცინის ცენტრში დაშავებულ მუშებს ელოდებიან. თუმცა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მიმღებში არ ადასტურებენ.
მოსახლეობის თქმით, პარლამენტში სავარაუდოდ კანცელარიის უკანა კედელი ჩამოინგრა
00:00 | 07.06.2012
პარლამენტში სავარაუდოდ კანცელარიის უკანა კედელი ჩამოინგრა - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაციას, რომ დაზარალებულებთან ერთად, არის მსხვერპლი,"- ამბობს პარლამენტის წინ მცხოვრები ფარნაზო სინატაშვილი.
«
1
2
...
3047
3048
3049
3050
3051
3052
3053
...
3073
3074
»
დღის სიახლეები
ყველა სიახლე
10:59 | 18.04.2026
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავა
დაკავებულებს ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ.
18:31 | 17.04.2026
ბაღდათში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
14:15 | 17.04.2026
ტყიბულში, სტიქიის ზონაში ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა
სოფელ კურსებში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლენი იმყოფებოდნენ.
11:33 | 17.04.2026
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
10:43 | 17.04.2026
ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს
ბრალდებულმა ნაცნობს მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.
17:32 | 16.04.2026
ქუთაისელი ანო რობაქიძე University of Toronto-ში სრული, $400 000-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
ის სწავლას სამედიცინო მიმართულებით გააგრძელებს. ქუთაისელი ანო რობაქიძე University of Toronto-ში სრული, $400 000-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
12:51 | 16.04.2026
5 მილიონი ვითომ ოპოზიციისათვის - „ოცნება“ საკრებულოებში ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს ქმნის
„ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შექმნა.
11:34 | 16.04.2026
მთავრობამ აბასთუმნის თავზე ცა გადაკეტა
გამონაკლისები მხოლოდ შიდა ფრენებისთვის იარსებებს.
10:38 | 16.04.2026
„საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება“
რომან გოცირიძე ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენას ეხმიანება.
10:14 | 16.04.2026
„ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ შეიძინა
„ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.
12:01 | 15.04.2026
„ერაზმუს+“, „მსოფლიო ბანკი“ - კიდევ რომელ ორგანიზაციებზე არ გავრცელდება „გრანტების კანონის“ მოთხოვნა
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის.
10:40 | 15.04.2026
ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება - მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
16:44 | 14.04.2026
ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს
ღონისძიება ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა.
16:07 | 14.04.2026
ქუთაისის თავშესაფარში მარტვილიდან გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
12:23 | 14.04.2026
კვების ობიექტებში სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება
რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
11:06 | 14.04.2026
საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
21:39 | 13.04.2026
ბაღდათში, სოფელ როხში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები
12:03 | 13.04.2026
კანაფის კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
ამოღებულია „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“.
10:01 | 12.04.2026
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
ეს არის ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმი და დღესასწაულთა დღესასწაული.
21:52 | 11.04.2026
„500 დღეა აქ ვდგავართ, თოვლსა და წვიმაში“ - რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები
ქუთაისში ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები.
20:05 | 11.04.2026
სოფელი კურსებში მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია
მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში 12 მარტს განვითარდა.
09:31 | 11.04.2026
ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს
მთავრობის განკარგულებით, მას მიწა 49 წლის ვადით გადაეცა.
09:16 | 11.04.2026
ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი - ლაშა ბერეკაშვილი
მისი თქმით, აეროპორტში ახალი ავიაკომპანიები უნდა შემოვიდნენ.
11:00 | 10.04.2026
დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია
გარდამოხსნა 14:00 საათზე აღევლინება.
12:03 | 09.04.2026
ქუთაისში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
სასულიერო პირებმა. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
09:41 | 09.04.2026
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წელი გავიდა
გამსახურდიამ თავისი სიტყვაში ხაზი გაუსვა ორი 9 აპრილის სიმბოლურ კავშირს.
09:30 | 09.04.2026
მადლობა მათ თავისუფლებისათვის - სახალხო დამცველის აპარატი 9 აპრილის თარიღს ეხმიანება
1989 წლის 9 აპრილმა მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი
00:01 | 09.04.2026
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა,
10:45 | 08.04.2026
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების აკრძალვა ოთხი წლით გადავადდა
გადავადება 2031 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.
10:13 | 08.04.2026
„აგვისტოს ომი ერთდღიანი არ ყოფილა“ - იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების განცხადება
გამოკითხვა
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა
ხმის მიცემა
სტატიები
ყველა სტატია
15:17
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
15:16
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
14:26
საქართველოს უნივერსიტეტის ფინანსური შეთავაზება 2026
17:59
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
10:14
„ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ შეიძინა
ფოტო გალერეა
ყველა ფოტო