|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს გალა კონცეტს ქუთაისის ფოლკლორის ანსამბლი გამართავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. დილიდან გაიმართება ავტორალი რიონის სანაპიროზე, ტრადიციულად მოხდება მერაბ კოსტავას ძეგლის ყვავილებით შემკობა. ქალაქის ცენტრალურ ბაღში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება,  ოპერის თეატრში კი სახელმწიფო სიმბოლიკის, ადგილობრივი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას ცენტრალურ მოედანზე არსებულ კარვებში გამოიტანენ.

წელს ქუთაისს ენერგეტიკის სამინისტრო ეწვევა, რომლის სპონსორობით ელექტრონული მუსიკის კონცერტი "თეთრ ხიდთან" მოეწყობა, გალა კონცერტს ცენტრალურ მოედანზე კი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი გამართავს. კონცერტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.

დღის ბოლოს ღონისძიება ბაგრატის ტაძართან მოეწყობა. 

ქალაქში  ცენტრალური ქუჩები 25 მაისის საღამოს გადაიკეტება. 

 

 

 

გთავაზობთ 26 მაისის ღონიძიებების პროგრამას:

10:00 – ავტორალი – სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია
11:30 – მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება –– თამარ მეფის ქუჩა
12:30 - 18:00 – „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“ –ოპერის თეატრის ფოიე
12:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ცენტრალური ბაღი
12:00 – ყვავილების ფესტივალი – ცენტრალური ბაღი
12:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა –ცენტრალური მოედანის მიმდებარე ტერიტორია
12:00 – სპორტული ღონისძიებები – ცენტრალური ბაღი
14:00-00:00 – ელექტრონული მუსიკის კონცერტი – ქალაქის რეაბილიტირებული უბანი
12:00 – ფოლკლორის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის გახსნა – მერიის მიმდებარე ტერიტორია
13:00 – ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა ლ.მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში – ლ.მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრი
ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა – ოპერის მიმდებარე ტერიტორია
12:00 – საბავშვო ატრაქციონები –– ცენტრალური ბაღი
სურათების გამოფენა 26 მაისის თემაზე – ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია
მხატვარ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა 26 მაისის თემაზე – ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია
13:00-18:00 – გამოფენა – დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა –
12:00- 17:00 – გამოფენა „ქუთაისი საფოსტო მარკებზე“ – ცენტრალური ბაღი
21:00 – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტი – ცენტრალური მოედანი
22:00 – პერფომანსი „ეს ჩემი საქართველოა“ – ბაგრატის ტაძრის ეზო

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა