ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის 3 539 259 ლარი გამოყო
ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გამოყოფილი.
ყველაზე მეტი თანხა - 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი.
მას მოსდევს ზუგდიდი - 89 705 ლარით;
მე-3 ადგილზე კი საბურთალოა - 86 045 ლარით.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35%
გაუარესდა - 51%
არ შეცვლილა - 14%
სულ - 100 ხმა