|
  • EUR 1 = GEL 3.6581
  • USD 1 = GEL 3.1557
|

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე -სუსის დახურული ფაილები ვრცელდება

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს - ღამით ინტერნეტში, ღია სივრცეში, მღვდლების მონაზვნების, ეპისკოპოსების, პატრიარქის მდივნის, პატრიარქის მომვლელების, პატრიარქის თანაშემწეების, პატრიარქის მოსაყდრე შიოს და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენის და თვალთვალის ფაილები აიტვირთა.

როგორც ირკვევა, ეს სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ აღარ უნდა ამ ბოროტების ნაწილი იყოს.

 

"ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!

ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!"- წერს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი -

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 18.99%
გაუარესდა - 67.88%
არ შეცვლილა - 13.13%
სულ - 358 ხმა