|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა - ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ღირებულებაა 500 მილიონ ლარს შეადგენს, მისი განხორციელება კი, ივნისიდან დაიწყება.

"მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას.

პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ახალი, დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში უამრავია ადგილია, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება, ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს. პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი.

ყველა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ავთენტურობის შენარჩუნებით, ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთლიანად, მასშტაბური განახლება", -განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა