|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ციხეში ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა - ყოფილმა პატიმარმა დუმილი დაარღვია

ციხეში ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა და სცენა დადგმული იყო - ამის შესახებ  2012 წელს გადაღებული ცნობილი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი აცხადებს.

პატიმარმა გია ყაზარიშვილმა დუმილი  9 წლის შემდეგ ელისო კილაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროსთან ინტერვიუში დაარღვია.

მისი თქმით, ის ნაცემი იყო, თუმცა ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა, რაც შემდეგ ექსპერტიზითაც დადასტურდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დაიმალა. 

"სპორტული შარვალი ჩამიწია, საცვალი არ ჩაუწევია, ჩამიდო ფეხებში და გადამიღო სურათი", - განაცხადა ყაზარიშვილმა. 

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, რეალურად საკანი N5 არ არსებობს და ესეც  სცენარის ნაწილი იყო. 

"ჩვენ ყველანი ვეჭვობდით, რომ ცოცხებით გაუპატიურების სცენა, რომელიც ლადო ბედუკაძემ შემოგვთავაზა და რომელმაც რეალურად შეცვალა 2012 წელს პოლიტიკური ლანდშაფტი და "ქართული ოცნება" მოიყვანა ხელისუფლებაში, იყო დადგმული, მაგრამ ამის დოკუმენტალური მტკიცებულება არ გვქონდა. ის დაჯდა და მოყვა, რომ ეს სცენა არის დადგმული, რომელმაც ყველა სტრესში ჩაგვაგდო, ლადო ბედუკაძემ გადაიღო რამდენიმე დუბლი, რომ ცოცხების სცენა გამოსულიყო ასეთი შთამბეჭდავი, რამდენიმე დუბლის შემდეგ საუკეთესო ვარიანტი ამოარჩია და შემოგვთავაზა, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა. არანაირი საკანი N5 არ არსებობს, ის იჯდ ამე-15 საკანში და ესეც იყო ბედუკაძის ინსცენირების და რუსული სპეცოპერაციის ნაწილი, რეალურად ცოცხით გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კილაძემ ტვ. პირველთან საუბრისას.  

ავტორი: ნიუპრესი