|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

ცხოვრება ომის შემდგომ: საქართველო და მოლდოვა

 საქართველოს და მოლდოვას ბევრი საერთო აქვთ და არა მხოლოდ სტუმართმოყვარეობა და კარგი ღვინო. საერთოა საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მიყენებული ღრმა ჭრილობებიც. რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილმა ორმა ომმა საქართველოში და ერთმა მოლდოვაში დაარღვია ტერიტორიული მთლიანობა, განხეთქილება მოახდინა ოჯახებში და ადამიანთა შორის მტრობა დათესა. ამ საშინელი ომების შემდეგ თვითაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გაჩნდა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში და დნესტრისპირეთი მოლდოვაში. სხვადასხვა მზაკვრული სქემით რუსეთის ფედერაცია სამივე სეპარატისტული რესპუბლიკის მხარდაჭერას განაგრძობს. მათ შორის მძლავრი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, რომელსაც მოსკოვი კვებავს. ჟურნალისტების ჯგუფი საქართველოდან და მოლდოვიდან შეეცადა გაეგო, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ორივე ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სეპარატისტულ რეგიონებში.

“ხიდის დასაწყისში ქვის ლოდებამდე მიდით, იმის იქით თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკვე ვეღარ შევძლებთ,” - გვეუბნება ქართველი პოლიციელი. ამასთან, ნება დაგვრთო მდინარე ენგურზე, ე.წ. გამშვებ პუნქტზე ვიდეო გადაღება გვეწარმოებინა. პუნქტი, საქართველოს და სეპარატისტულ აფხაზეთის რესპუბლიკას ჰყოფს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1992-93 წლების ომის შემდეგ გამოაცხადა. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის მახლობლად საპოლიციო საგუშაგოდან სასაზღვრო პოლიციამდე მისაღწევად დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის გავლა არის საჭირო.

 აფხაზეთის და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა ძალიან ინტენსიურია. ენგურის ხიდის მიმართულებით და პირიქით ადამიანები ფეხით, ველოსიპედებით და ავტომობილებით გადაადგილდებიან. ზოგიერთი პოლიციის საგუშაგომდე ტაქსით ან მიკროავტობუსით მიდის, შემდგომ რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან ან რომელიმე მანქანას დაემგზავრებიან. 

 

 

ენგურის ხიდის მისადგომები. ხიდის მეორე მხარეს რუსი სამხედროები დგანან. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

აფხაზეთის მიმართულებით მხოლოდ აფხაზეთის ნომრების მქონე ავტომობილები გადაადგილდებიან.  ქართველები აფხაზეთში არ მიდიან. მათ ვინც აფხაზეთის ომის დროს იძულებული იყო საქართველოში გაქცეულიყო და აფხაზეთში ნათესავები ჰყავს, სპეციალური საშვი სჭირდებათ, რომლის მიღება უკიდურესად რთულია.

“ამ ტერიტორიებზე ყოფნა უსაფრთხო არ არის. რისკავ, როდესაც იქ მიემგზავრები, იქ დანაშაულის დონე მაღალია, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს,” - გვეუბნება გოჩა მინჯორაია, ჩვენი თანმხლები ზუგდიდელი ჟურნალისტი. 

საცხოვრებლად მეორე მხარეს დარჩენილი ქართველები, ასევე აფხაზები, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, მედიკამენტების, საკვები პროდუქტების, პირველადი აუცილებლობის ნივთების და სხვათა საყიდლად საქართველოში მიდიან.

“პენსია, რომელსაც იქ ვიღებთ პატარაა. აფთიაქებში საჭირო წამლის ნახვა რთულია, ამასთან ძალიან ძვირი ღირს. მძიმეა იქ ცხოვრება. კვირაში ერთხელ აქ ფეხით მოვდივარ. იმისთვის, რომ ყველაფერი აუცილებელი ვიყიდო. ასე ვახერხებთ გადარჩენას”, - გვეუბნება ერთ-ერთი ასაკოვანი ქალი.

სამი მამაკაცი და ერთი ქალი ერთერთ ავტომობილში უამრავ საოჯახო ნივთს ტვირთავს: პლასტმასის ჭურჭელი, ყველაზე იაფიანი სარეცხი საშუალებები და პირსახოცები. “აფხაზეთში ცუდი არ არის, კარგადაც კი ვცხოვრობთ, მობრძანდით და ნახავთ”, - გვეუბნება ერთ-ერთი მამაკაცი და აფხაზური ნომრების მქონე ავტომობილი ადგილიდან იძვრება.

მოშორებით ასაკოვანი ქალია, აშკარად შეშფოთებულია, ვიღაცას ელის. ხიდისკენ მიმავალ გზას თვალს არ აშორებს. ამბობს, რომ დისშვილს ელოდება, რომელიც ომის შემდეგ იქ მშობელთა სახლში დარჩა საცხოვრებლად. დისშვილი უკვე რამდენიმე წელია არ უნახავს და შიშობს რომ ბიჭი არ მოვა. მას მკურნალობა ესაჭიროება. როგორც კი მოსახვევში შენიშნა, თეთრ ავტომობილში მყოფს დაუძახა, რათა ბიჭს შეხვედროდა. ცრემლმორეული ქალი, მანქანის მოახლოებისთანავე, ბიჭთან ჩასახუტებლად მიიჩქარის.

სამედიცინო დახმარება

ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა. მას, აფხაზეთის მხრიდან მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც მოხუცი ქალი გადმოიყვანეს და საკაცეზე დააწვინეს. ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, წნევა გაუზომეს და ადგილზევე კარდიოგრამა გადაუღეს. სასწრაფო დახმარების მძღოლი გვეუბნება, რომ აფხაზეთიდან დღედაღამ ათეულობით გამოძახება შემოდის.

 

 

გამშვები პუნქტი ზუგდიდის მახლობლად: აფხაზეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობენ. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

“ჩვენთან აფხაზეთში დიდი კორუფციაა, არაოფიციალურად საჭიროა გადახდა. ის ჩვენი პენსიით არც თუ ისე ადვილია. გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ რომ საქართველოში ცუდია, რომ ჩვენ მოგვკლავენ, მაგრამ ჩვენ აქ მოვდივართ, იმიტომ რომ უფასო სამედიცინო დახმარებას გვიწევენ და მედიკამენტებს გვაძლევენ”, - გვეუბნება მამაკაცი.

 

 

 ადამიანები ორივე მიმართულებით მშვიდად გადაადგილდებიან, პასპორტის შემოწმების გარეშე.  შესანიღბი საშუალებები, სამხედრო ტექნიკა და ბეტონის ლოდები, ომის კვალი, მოწმობს იმას, რომ ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.

ბეტონის ლოდებს მიღმა მდინარე ენგურის ხიდი იწყება. ხოლო ხიდის შუაში თვითაღიარებული აფხაზეთის დროშა ფრიალებს. ხიდის მეორე მხარეს რუსი სამხედროები დგანან, რომლებიც ყველას ვინც აქ მოდის ზედმიწევნით ამოწმებენ. 

გზას მხოლოდ ქართველი კოლეგა განაგრძობს. წარმოშობით გალის რეგიონიდან არის, 1993 წლის ომმა აიძულა მშობლებთან ერთად გაქცეულიყო. ერთ-ერთი მისი და საცხოვრებლად აფხაზეთში დარჩა.

დღე აფხაზეთში

“პირველები გადიან ისინი, ვისაც აფხაზური პასპორტები აქვთ!” - დაიძახა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მდინარე ენგურზე გადასასვლელ პუნქტში საბუთებს ამოწმებს. პუნქტი საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისგან ყოფს.

აფხაზეთსა და საქართველოს შორის სადემარკაციო ხაზი 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა, რომლის მსვლელობისას რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს საქართველოსგან გამოყოფაში დაეხმარა.

საქართველოდან აფხაზეთში შესვლისას არ გიჩნდება ისეთი განცდა რომ საზღვარს კვეთ, მაგრამ როგორც კი ენგურის ხიდს გაივლი, ნამდვილ სამხედრო ჩასაფრებაში აღმოჩნდები: სამხედრო საგუშაგო შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, ოდნავ მოშორებით კი -  სამხედრო ბუნკერი, ყველგან რუსი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც მხოლოდ რუსულ ენაზე ლაპარაკობენ. მათ შორის აფხაზი არცერთია, არც საბუთების შემმოწმებელი და არც ე.წ. საზღვრის დამცველი.

აფხაზეთი. აქ ფოტოს თავისუფლად გადაღება იშვითადაა ნებადართული. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები გავლის ნებართვას პირველ რიგში მათ აძლევენ, ვისაც აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მიერ გაცემული პასპორტი აქვს. Საქართველოდან მიმავალ დანარჩენ მოქალაქეებს საბუთებს გულმოდგინედ უმოწმებენ, იმის მიუხედავადაც კი, რომ უმეტესი მათგანი წარმოშობით გალის რეგიონიდანაა. იქ მოსახვედრად სპეციალური საშვი არის საჭირო, რომლის მიღება აფხაზეთის მთავრობისგან ძალიან რთულია. უკანასკნელი ფოტოების გადაღება შეიძლება მანამ სანამ საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიხვალ. აფხაზეთში ფოტოს გადაღების ნებას იშვიათად თუ გრთავენ. თუ ფოტოაპარატი ან ვიდეო კამერა გაქვს უმალვე მილიციის ან რუსი სამხედროების ყურადღებას იპყრობ. მათ კი შესაძლოა აფხაზეთში გადაღებული მასალების წაშლა მოგთხოვონ.

“მძიმე და აუტანელი”, - ასე აღწერენ თავიანთ ცხოვრებას ქალაქ გალის, ამავე სახელწოდების რეგიონის მცხოვრებლები, რომელიც უმეტესად ქართველებით არის დასახლებული. ეს ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის კვლავაც დამღუპველ შედეგებთან არის დაკავშირებული.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა არც თუ ისე იშვიათად კეტავს საქართველოში გადასასვლელ პუნქტს და გალის რეგიონში მცხოვრები ქართველები იძულებული არიან სადემარკაციო ხაზის გასავლელად ქრთამი მისცენ. განსაკუთრებით როდესაც უკიდურესი აუცილებლობა აქვთ. 2019 წელს მდინარე ენგურის ხიდი სამი თვით ჩაიკეტა, რითიც დაახლოებით 30 - 40 ათასი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება დაირღვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ენგურის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად დაახლოებით 2580 ადამიანი კვეთს.

გალში მცხოვრები ქართველებისთვის ეს ხიდი არის - სკოლისკენ, საავადმყოფოსკენ, ოჯახისკენ მიმავალი გზა. ისინი მას კვეთენ, რათა მიიღონ წვდომა უფრო იაფ პროდუქტებთან და ხარისხიან მომსახურებებთან, მიდიან ქორწილებსა თუ გასვენებაში. სტუდენტები უნივერსიტეტებში მიდიან, რათა ქართულ ენაზე ისწავლონ. მაგრამ არც თუ ისე იშვიათად უმეტესი მათგანისთვის საქართველოში მიმავალი გზა დაკეტილია.

2019 წელს მდინარე ენგურზე აფხაზეთისკენ გადასასვლელი პუნქტი რამდენჯერმე დაიკეტა ფოტო:მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

1992 - 93 წლების ომის დროს ასეულობით ათასი ქართველი აფხაზეთიდან გაიქცა, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ ბევრი მათგანი გალში დაბრუნდა. ზოგიერთი, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები საერთოდაც არ წასულან. მოცემული რეგიონის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ახლა სწორედ ისინი შეადგენენ. მრავალი ვინც თავის სახლში დაბრუნდა საკუთარ თავს კვლავ უსვამს შეკითხვას, უკან დაბრუნებით შეცდომა ხომ არ დაუშვეს? ვინაიდან ეთნიკური ქართველების შევიწროება გრძელდება, და თავს უმწეოდ გრძნობენ მიწაზე, რომელიც უძველესი დროიდან მათ ეკუთვნოდათ. Თუმცა, არც აფხაზები ცხოვრობენ უკეთესად. ერთ დროს მდიდარი და ტურისტებით სავსე აფხაზეთი, ახლა ღარიბია და კორუფციით და დანაშაულით შეპყრობილი.

ომის ნაკვალევი გალში, აფხაზეთი.

გალელი ქართველები ჩივიან, რომ რეგიონში თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ და დიდი სირთულით აძლევენ აფხაზეთის საბუთებს. მათ ქართულ ენაზე სწავლის ნებას არ აძლევენ და ალგებრის, ქიმიის, ფიზიკის სწავლებას რუსულ ენაზე აიძულებენ. უფრო მეტიც აფხაზეთის ისტორიას და სამხედრო საქმეს სწავლობენ.

16 წლის ნათია გალის ერთერთ სკოლაში სწავლობს. გვიჩვენებს სახელმძღვანელოებს, რომლითაც სწავლობს. ყველა მოსკოვში რუსულ ენაზე არის გამოცემული. ნათიას დედა ამბობს, რომ მათ ვინც გალშია რუსულ ენაზე სწავლება ძალიან უჭირთ.

“ოთხი შვილი მყავს და ყველა სკოლაში სწავლობს. რუსულიდან ქართულად ტექსტების თარგმნაში მუდმივად ვეხმარები, რათა შინაარსი გაიგონ. ქართველი პედაგოგებიც რუსულ ენას არც ისე კარგად ფლობენ, მაგრამ ქართულად სწავლის ნებართვას არ აძლევენ. “მასალის კარგად ახსნა გვიძნელდება, ვინაიდან საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტში ქართულად ვსწავლობდით. მართალია მიძნელდება, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ბავშვებს ვასწავლო, მათი მომავლისთვის”, - გვეუბნება ერთ-ერთი მოსწავლის დედა.

55 წლის მარინა გალში შვილებისთვის მომავალს ვერ ხედავს. როგორც ყველა დედას, სურს რომ მისი შვილები მის გვერდით იყვენენ და ყოველთვის იმედოვნებდა რომ მდგომარეობა შეიცვლებოდა. ახლა, დიდად აღარ სჯერა რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ დარეგულირდება. “ზედმეტად ბევრი ტკივილი იყო და ჯერ კიდევ არის. რთულია ამას გადააბიჯო. ჭრილობები შეიძლება უკვე სისხლიანი აღარ არის, მაგრამ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის რაც იყო და ამ ყველაფრის გამო გვიმძიმს”, - ამბობს ქალი.

  მოსკოვში გამოცემული სასწავლო წიგნები, რომლითაც ბავშვები აფხაზეთში სწავლობენ. ფოტო:მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

 

პროპაგანდისტული პრესა

რეალურ პრობლემები, რომელსაც გალის რაიონის მოსახლეობა აწყდება აფხაზურ მედიაში არ შუქდება, ხოლო თუკი რაიმე იწერება რეგიონიდან, ეს, როგორც წესი, პროპაგანდაა.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი ერთ-ერთი მედია საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკი” გახლავთ, რომელიც ახლახან გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავდა, თუ როგორ ადვილად და მარტივად შეიძლება აფხაზური ენის სწავლა. ჟურნალისტებს არ დაავიწყდათ ეხსენებინათ, რომ მხოლოდ ეთნიკური ქართველები ამბობენ, რომ მათ სახელმწიფო ენის შესწავლა უჭირთ. 

ერთ დროს ტურისტებით გადავსებული ქალაქ სოხუმის ერთ-ერთი პლაჟი. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

მედიის განვითარების ფონდის ექსპერტი, სოფიო ჩხაიძე ამბობს, რომ «Sputnik Абхазия-ს»  «Sputnik Южная Осетия-ს»  ერთნაირი საგამომცემლო პოლიტიკა აქვს - პროპაგანდა იმისა, თუ რამდენად სასარგებლოა რუსეთის მხარდაჭერა ყველა სფეროში, განსაკუთრებით ჯარის მოდერნიზაციაში. პროპაგანდის სხვა ლაიტმოტივი დაიყვანება იქამდე, რომ რუსეთი ძლიერი და კარგი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები და აშშ - მოწყვლადი და ცუდი. “თუ ანტიდასავლურ პროპაგანდას ვახსენებთ, უნდა აღინიშნოს რომ სპუტნიკი ინფორმაციის წყაროდ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” იყენებს, და რიგი ავტორების მასალებს აქვეყნებს, რომელთა ტექსტები ყოველთვის დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული.”, - ამბობს სოფია ჩხაიძე.

“სპუტნიკის”, “რია ნოვოსტის” და რადიოსადგური “გოლოს როსიის” გარდა, აფხაზეთში რამდენიმე მასმედია, რომლებიც მსგავს პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება პორტალი “apsny.ru”, Аиааира.Info  და საინფორმაციო სააგენტო «Абхазия-Инфо». გალის რეგიონშიც არის სახელმწიფო ტელეარხი Gal TV, რომელიც მხოლოდ იმას იუწყება, თუ რას აკეთებს და რამდენად კარგია აფხაზეთის მთავრობა. 

აფხაზურ პრესაში არ არის ინფორმაცია დაფინანსების წყაროების, მფლობელების ან ბენეფიციარების შესახებ. ის რამდენიმე ტელეარხი, პორტალი და გაზეთი, რომელიც აფხაზეთში მაუწყებლობს და გამოიცემა, დაფინანსების წყაროებს არ უთითებს. ისეთებიც კი, რო0მელთა შესახებაც ცნობილია, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ჩვენი თანმხლები გოჩა მინჯორაია, ქალაქ ზუგდიდის ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტია. მას არაერთგზის უთანამშრომლია ჟურნალისტებთან  აფხაზეთიდან. Უმუშავია საერთო საკითხების დოკუმენტირებაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მათ აფხაზური პერიოდული გამომცემლებისთვის, სადაც მუშაობენ, მაინც არაფერი დაუწერიათ. “მათ უკრძალავენ, ყველაფერი გარკვეულ ფილტრებს გადის. ისინი ვალდებული არიან წერონ მხოლოდ იმის შესახებ, რასაც მათგან მოითხოვენ. უმეტესობა ამ პირობებზე თანხმდება, ვინაიდან სხვა არჩევანი არ აქვთ”, - ამბობს ჟურნალისტი.

 

სამხრეთ ოსეთის საზღვარზე

სამხრეთ ოსეთი, მეორე სეპარატისტული ანკლავი, საქართველოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოეყო. სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მოსკოვმა აღიარა, ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან, და კიდევ რამდენიმე წყნარი ოკეანეს კუნძულოვან სახელმწიფოსთან ერთად. ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც რეგიონის დაცვის სფეროში და საზღვრის დაცვაში თანამშრომლობის ვალდებულება აიღო.

ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთს რუსეთი აკონტროლებს, ზუსტად ისე როგორც აფხაზეთს. რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები ქართულ დასახლებულ პუნქტებშიც კი გააბეს. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეიძლება ღამით საქართველოში დაიძინო, ხოლო დილით რუსეთის ოკუპაციაში, სამხრეთ ოსეთში გაიღვიძო. ეს კი იმით აიხსნება, რომ რუსეთის სამხედროები არც თუ იშვიათად სადემარკაციო ხაზებს ცვლიან. საქართველოს სიღრმეში წევენ. ისევე როგორც აფხაზეთში, აქ აღმართულ საზღვრის ორივე მხარეს, უძველესი დროიდან ქართველები ცხოვრობდნენ. იმის მიუხედავად რომ 6 დღიანი ომის შემდეგ 10 წელიწადზე მეტი გავიდა, ამ რეგიონში პროვოკაციები არ წყდება.

სამხრეთ ოსეთში და ახალგორის ხეობაში მთავარი გამშვები პუნქტი 4 სექტემბერს სრულად დაიხურა და მხოლოდ დეკემბერში გაიხსნა. ნორმალურ პირობებში აქ ყოველდღიურად დაახლოებით 400 ე.წ. საზღვრის კვეთა ფიქსირდება.

მარგო მარტიაშვილი, რომელმაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონში იშემიური ცერებრალური ინსულტი გადაიტანა, 28 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ვინაიდან ნათესავებმა უმოკლესი გზით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, რადგან საკონტროლო გამშვები პუნქტი დახურული იყო.

9 ნოემბერს სოფელ ორჩოსანის მახლობლად უკანონოდ დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი. საქართველოს რეგიონის ცხინვალის საზღვრის “უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

 

სამხრეთ ოსეთის მისასვლელთან საკონტროლო გამშვებ პუნქტში, ისევე როგორც აფხაზეთში, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით შეიარაღებული რუსი სამხედროები დგანან.

2008 წლის 6 დღიანმა აგვისტოს ომმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს შორის, კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა ქართველებს და ოსებს შორის. სიღარიბემ და დანაშაულმა ეს რეგიონიც მოიცვა.

 

დღე დნესტრისპირეთში

რესპუბლიკა მოლდოვას რეგიონი დნესტრისპირეთი 1991 წელს გამოიყო. ერთი წლის შემდეგ ომმა იფეთქა, რომელიც რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, რუსეთის მეთოთხმეტე არმიის ძალების მხარდაჭერით, რომელიც რეგიონში საბჭოთა პერიოდში იყო განთავსებული. ამ ჯარს ბალკანეთში ომისთვის ამზადებდნენ. მრავალი საერთაშორისო შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ამ სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რჩება. საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვის რესპუბლიკას რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს. დნესტრისპირეთის რეგიონში მოლდოვას 400 კილომეტრის მანძილზე უკრაინა ესაზღვრება.

დნესტრისპირეთის რეგიონში მისასვლელი. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

პირველი უზარმაზარი განსხვავება, რომელიც თავიდანვე თვალში მომხვდა იყო ის რომ აფხაზეთისგან და საქართველოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებით, ადამიანები დნესტრისპირეთიდან და მოლდოვიდან ერთად თავისუფლად გადაადგილდებიან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. როდესაც ვითრება აფხაზეთში, ჩემ მშობლიურ ქალაქსა და დნესტრისპირეთს შევადარე, ისეთი განცდა გამიჩნდა რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი თითქმის გადაჭრილია.

როდესაც მოლდოველმა კოლეგებმა დნესტრისპირეთში გასამგზავრებლად დამპატიჟეს ვმერყეობდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მე უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ სეპარატისტულ რეგიონში ავტომობილიდან გადმოუსვლელად შევედი. მესაზღვრე პოლიციელები თვალითაც არ მინახავს. მძღოლი საბუთებით რაღაც ჯიხურში შევიდა და ხუთი წუთის შემდეგ ტირასპოლის გზაზე ვიყავით. აფხაზეთში უცხოელი მოქალაქე ვალდებულია წინასწარ შესაბამის უწყებას მიმართოს საშვისათვის. ამასთან, შეიძლება ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილონ.

აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გადაადგილების თავისუფლება ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველებისთვის. 870 მეტრის სიგრძის ხიდი მდინარე ენგურზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთადერთი ლეგალური გადასასვლელია. ხიდი საქართველოსა და აფხაზეთს შორის სადემარკაციო ხაზს აღნიშნავს, რომელიც მდინარე ენგურის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

 

თუ დნესტრისპირეთში საკონტროლო გამშვები პუნქტი ავტომობილიდან გადაუსვლელად გავიარეთ, მსგავსი რამ აფხაზეთის შესასვლელთან შეუძლებელია. იქ ადამიანები 870 მეტრს ფეხით გადიან, რათა შემდგომ საბუთების შესამოწმებლად რიგში ჩადგნენ. ამასთან, არც თუ იშვიათად, რუსი სამხედროები თითქმის ნამდვილ დაკითხვას უწყობენ. ბოლო წლებში მდგომარეობა გაუარესდა კიდეც. საქართველოში შემოსასვლელად ადამიანები ხშირად იძულებული არიან რომ ქრთამი გაიღონ.

იმ დროს როდესაც აფხაზეთი კვლავ ნანგრევებშია, დნესტრისპირეთში რთულია ომის რაიმე კვალის აღმოჩენა. რეგიონში ქალაქები და დასახლებები აღდგენილი და მოვლილი ჩანს. მე შევამჩნიე, რომ დნესტრის სხვადასხვა ნაპირიდან ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიძულვილს არ იჩენენ.

ტირასპოლის ბაზარში შევხვდი ადამიანებს დნესტრის მარჯვენა სანაპიროდან, რომლებიც აქ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაყიდად მოდიან. “ყოველთვის ასე იყო. აქ ვვაჭრობდი, ვინაიდან ბაზარი დიდია და ფულის შოვნა შეიძლება. რა ვიღონოთ თუ სხვაგვარად თავის გატანა ძნელდება? პენსია პატარაა, საცხოვრებლად სამყოფი არ არის”, - გვეუბნება საპენსიო ასაკის მამაკაცი.

შედარებით ახალგაზრდა სხვა მამაკაცი ამბობს, რომ თავად ტირასპოლის მცხოვრებია, მაგრამ უჭირს. სამუშაო არ არის, ამიტომაც იძულებულია ბაზარში ივაჭროს, რათა საარსებო პური იშოვოს: “პოლიტიკა ჩვენ გვყოფს. პოლიტიკოსები ერთმანეთს შორის იბრძვიან, ხოლო ჩვენ შესახებ, რიგითი ადამიანების შესახებ დაივიწყეს. მათ ჩვენი გასაჭირი არ აღელვებთ”.

უმეტესი მათგანი, ვისაც ბაზარში შევხვდით გახსნილად ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ტირასპოლის ხელმძღვანელობაზე ვეკითხებით, უმალვე ჩაიკეტნენ და გაჩუმდნენ, თითქოს თავიანთ საქმეებზე გადაერთვნენ. 

ქალაქი ტირასპოლი რეკონსტრუქციის პროცესშია - მიმდინარეობს მთავარი მაგისტრალების შეკეთება, მრავალსართულიანი ნაგებობები შენდება. ფირმა “შერიფმა”, რომელიც უკვე მრავალი წელია რაც სრულად რეგიონის ბიზნესს აკონტროლებს, თანამედროვე სტადიონი ააშენა, სადაც საერთაშორისო დონის საფეხბურთო თამაშები ტარდება. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი შესარჩევი შეხვედრა ტირასპოლში ჩატარდა. ტრიბუნებზე მოლდოვის იმ დროინდელი პრემიერ მინისტრიც იყო, ვლად ფილატი.

 

სეპარატისტული ანკლავების ბაირაღები ტირასპოლის ცენტრშია აღმართული. მახლობლად მდებარეობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა. ფოტო:მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

რეგიონის მაღაზიებში, რომელთა უმეტესობა კვლავაც იმავე ფირმა “შერიფს” ეკუთვნის, თაროები უკრაინული და მოლდოვური საქონლით არის სავსე. რუსული პროდუქცია არ არის, ხოლო ადგილობრივიდან შეიძლება მხოლოდ ცნობილი ღვინოები და კონიაკი “კვინტი” გამონახო. ჩვენთვის საკვირველი იყო ის, რომ საყიდლებზე გადახდა სხვა ქვეყნის საბანკო ბარათით შეგვეძლო, მაგალითად საქართველოს.

და მაინც, მიუხედავად მხარეებს შორის ღიაობისა - მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებისა, მოლდოვის რესპუბლიკაში რეგისტრირებით ეკონომიკური აგენტებისთვის გადასახადების გადახდის გარეშე ექსპორტის შესაძლებლობისა - დნესტრისპირეთის კონფლიქტი დარეგულირებული არ არის. უკვე 30 წელია ღვივის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კონფლიქტები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ხოლო რუსეთი ამ რეგიონში ბატონობას განაგრძობს, თამაშის წესებს კარნახობს და მოქალაქეები პროპაგანდის მარწუხებში ჰყავს მოქცეული.

რეგიონში პროვოკაციები ხშირია. დნესტრისპირეთის მილიცია არაოფიციალურად მოლდოვის პოლიციასთან თანამშრომლობს. რამდენიმე უკანასკნელი შემთხვევისას გარკვეული ადამიანების დაკავებაში და გატაცებაშიც კი დაეხმარნენ. ისინი შემდგომ დნესტრისპირეთის რეგიონში გადაჰყავთ, აპატიმრებენ და ასამართლებენ.

რუსეთი რომელიც აგრესორისგან მშვიდობისმყოფელად გადაიქცა, კონფლიქტის დარეგულირების მოლაპარაკების მონაწილეა, უკრაინასთან, აშშ-სთან, ეუთოსთან ერთად. “ეს არის ნონსენსი, რომ რუსეთი თანაბარზომიერად ითვლება ოკუპანტად და მშვიდობისმყოფელად, იმ კონფლიქტის დარეგულირების გარანტად, რომლის პროვოცირებაც თავად მოახდინა. ასეთ გარემოებებში, პოლიტიკურმა კლასმა შესაძლებლობა უნდა გამონახოს, თუ როგორ აღიარებინოს კრემლს თავისი ოკუპაციის აქტი და მისი შედეგები გააუვნებელყოს. სხვაგვარად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის შემთხვევაში, შუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ რესპუბლიკა მოლდოვა ევროკავშირში ან ნატოში შესვლის პრეტენდენტი იქნება. მანამ სანამ ოკუპაციის ფაქტორი არ იქნება გაუვნებელყოფილი, რუმინეთთან გაერთიანებაზეც საუბარი ზედმეტია”, - მიიჩნევს მოლდოველი პოლიტიკური ანალიტიკოსი იგორ ბოცანი.

2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს რომ რუსეთმა არაკანონიერად მოახდინა დნესტრისპირეთის ოკუპაცია. ამის მიუხედავად კიშინიოვის პოლიტიკოსებს ეს გადაწყვეტილება ავიწყდებათ. “საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება არის სავალდებულო, და ვინაიდან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, შესაბამისად ბუნებრივია ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ყველა სპექტრის გადახედვის ზომები უნდა მიგვეღო. მათ შორის 1992 წელს დადებული შეთანხმების დენონსირების მიზანშეწონილობაზე, როგორც ეს არის მითითებული ამ დოკუმენტის მერვე მუხლში,” - ამტკიცებს იგორ ბოცანი.

რუსეთის პროპაგანდა მოლდოვაში და საქართველოში: ერთნაირი ტექნიკები და ანალოგიური მესიჯები

საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ხელიხელ ჩაკიდებული დადის. მედიის მიერ გავრცელებული მესიჯები განმაცვიფრებლად მსგავსია. ევროკავშირის შესახებ ყველაზე ხშირად დანაშაულის და ჰომოსექსუალიზმის ჭრილში ლაპარაკობენ, რომლის წყაროც ვითომ და არის ევროკავშირი. სიუჟეტები მიგრანტების საფრთხის შესახებ ორივე ქვეყნის დღის წესრიგშია. 

მოლდოვაში 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ერთ-ერთ ინფორმაციაში იუწყებოდნენ 30 000 სირიელი მიგრანტის შესახებ, რომლის მიღებასაც ქვეყანაში მაია სანდუ აპირებდა, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე პრორუსული პრეტენდენტის იგორ დადონის კონტრკანდიდატი. ცრუ გზავნილების უზარმაზარ ტალღების ფონზე, რომელიც ღატაკ და ცუდად ინფორმირებულ ამომრჩეველზე იყო მიმართული, საბოლოოდ იგრო დადონი მოლდოვის პრეზიდენტი გახდა.

საქართველოში პოტენციურ მიგრანტებად თურქები და ირანელები ითვლებიან, რომლებსაც ვითომდა ქვეყნის გადავსება შეუძლიათ. პროპაგანდული პრესა წერს, რომ თითქოსდა ირანელებმა საქართველოს უძრავი ქონების ყველაზე დიდი რაოდენობა შეისყიდეს, სინამდვილეში კი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უძრავი ქონების შესყიდვაში პირველ ადგილს რუსები იკავებენ.

მოლდოვაში პროპაგანდა რამდენიმე პრორუსული მედიის მეშვეობით ხორციელდება. ზოგი მათგანი უშუალოდ მოსკოვის მიერ არის დაფინანსებული. მაგალითად, სააგენტო “სპუტნიკ”. პროპაგანდის გასავრცელებლად პრორუსული პარტიების მიერ   (რომელთაგან ყველაზე დიდი იგორ დადონის წარმდგენი სოციალისტური პარტიაა) მხარდაჭერილი რუმინულენოვანი მედია ორგანიზაციები გამოიყენება.

მედია ორგანიზაციების კვლევის თანახმად, საქართველოში პროპაგანდა ქართული მედიის მეშვეობით ხორციელდება. საქართველოში რუსულენოვანი პრესა ცოტაა და მათ აუდიტორია პრაქტიკულად არ ჰყავთ, ვინაიდან მოსახლეობისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს. - ეს მე არ მეხება, მაგრამ ძალიან სადავო დასკვნაა. NDI-ს კვლევებიც მიუთითებს, რომ რუსული ტელეარხების ყურებადობა მაღალია. 

 

2008 წელს საქართველომ რუსული ტელეარხები აკრძალა, ხოლო 2012 როდესაც ზოგი მათგანი კვლავ გამოჩნდა, ქართველები მათ უკვე გადაეჩვივნენ, და ეს მაუწყებლები აუდიტორიის გარეშე დარჩნენ. ზუსტად ამიტომ რუსულმა პროპაგანდამ ზოგიერთ ქართულ მედიაში დაიბუდა. ზოგი მედიაორგანიზაცია, რომელიც მედიამონიტორინგის მონაცემებით რუსულ პროპაგანდას ახორციელებს, დახმარებას უშუალოდ სახელმწიფო უწყებებიდან იღებს, რომელიც მათ რეკლამისთვის უხდის, ე.ი. საზოგადოების ფინანსების ხარჯზე. მოლდოვისგან განსხვავებით, სააგენტო “სპუტნიკი” საქართველოში არ გამოიცემა და არ მაუწყებლობს, ვინაიდან ლიცენზია არ აქვს, სამაგიეროდ საკმაოდ აქტიურია სეპარატისტულ რეგიონებში. ტელეახრმა НТВ საქართველოს მედია ბაზარზე შემოსვლა სცადა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მისთვის სიხშირის გაცემა აკრძალა. 

 

 რუსეთის პროპაგანდა საქართველოში

 

 

ელენე ხოშტარია - საქართველოს პარლამენტის ოპიზიციონერი დეპუტატი. ის ამბობს, რომ რუსეთის მიერ პროპაგანდა სტრატეგიული მიზნებისთვის გამოიყენება, რათა  არ დაუშვას ყოფილი საბჭოთა სივრცის სახელმწიფოების სრული დამოუკიდებლობა. მათ შორის,  ისეთების როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა.

ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ომი, რომელიც 1992-93 წლებში იდენტური სცენარებით იყო პროვოცირებული საქართველოსა და მოლდოვაში, შემდეგ 2008 წელს საქართველოში. მეორე ინსტრუმენტი, რომელიც სულ უფრო ძლიერი ხდება, არის პროპაგანდა - “ზეგავლენა ჩვენ სახელმწიფოებზე, რომელიც მიმართულია განვითარების ბლოკირებისკენ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ.”  “ისინი ეროვნული გრძნობების მანიპულირებით პროვოცირებენ”, - ამბობს დეპუტატი.

“საქართველოში მუშაობა პირდაპირი აგენტების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და გავლენიანი ჯგუფების, ეკლესიის, მეშვეობით ხორციელდება. ბოლო დროს, სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობითაც. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს პროპაგანდასთან ბრძოლა სახელმწიფო დონეზე, რა პოზიცია აქვს მთავრობას: იბრძვის თუ მათ მხარეზეა. აქ ჩვენ პრობლემა გვაქვს: ხელისუფლება არა მხოლოდ არ იბრძვის, არამედ მისი წარმომადგენლები გარკვეულ ჯგუფებთან თანამშრომლობენ და გარკვეულ პროპაგანდისტულ გზავნილებსაც კი ავრცელებენ, რომელთა გავრცელებაც რუსეთის აგენტებს სურთ”.

დეპუტატის მოსაზრებით, საქართველო მთელ მსოფლიოს უნდა უყვებოდეს იმის შესახებ, რაც გადაიტანა.

“უნდა ვილაპარაკოთ რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რომ ჩვენთან ჰუმანიტარული კატასტროფაა, ასეულობით ათასი ადამიანი იძულებული იყო ლტოლვილი გამხდარიყო. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო კანონებს. მეორე გზა - განვითარებისთვის შიდა რესურსების მოძიებაა. ვუჩვენოთ, რომ გამუდმებით ალყაში ვართ. ამასთან ერთად უნდა განვვითარდეთ, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხისთვისაც მიმზიდველები უნდა გავხდეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა ვწევრიანდებოდეთ, საგარეო მიმართულებითაც უნდა გავხდეთ მიმზიდველები”, - ამბობს ელენე ხოშტარია.

 

“სახიფათო დისკუსიები იწყება, ვითომდა ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ წამოიწყო”

 დეპუტატი აღელვებულა იმით, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება “საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საშიშ დისკუსიებს იწყებს”. “მაგალითად, იწყებენ დისკუსიებს იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი და ავრცელებენ იდეას, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო”.

“ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირი თავის ბაზარს გვიხსნის, როდესაც საჭიროა ევროკავშირში ინტეგრაცია, აქ კი ჩვენთან ისმის განცხადებები, ვითომდა რუსეთის ბაზრის გარეშე ვერ გადავრჩებით,” - ამბობს ელენე ხოშტარია.

“როდესაც რუსეთის ფედერაციამ ფრენები აკრძალა მთავრობამ რუსეთიდან ზოგი ფრენების სუბსიდირება მოახდინა, მიუხედავად იმისა რომ ამ შეზღუდვებითაც კი ტურისტების რაოდენობა არ შემცირდა”, - ამტკიცებს დეპუტატი.

ის აღშფოთებულია იმით, რომ საქართველოს მთავრობამ სასანქციო სიაში არ შეიყვანა ადამიანები, რომლებიც ქართველების მკვლელობაში მონაწილეობდნენ და რუსეთის ოფიცრები, რომელთა მიერ ჩადენილი მხეცური დანაშაულის ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს.

“არსებობს ვიდეოჩანაწერი იმისა თუ როგორ კლავენ ადამიანებს რუსი ოკუპანტები, მაგრამ ამ სიაში არც ერთი რუსეთის ოფიცერი არ არის შეყვანილი. ე.ი. სამუშაო ისე ტარდება რომ რუსები არ გავაბრაზოთ. მთავრობა ისეთ ჯგუფებთან თანამშრომლობს, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკა ცუდია, რომ ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლა ვითომდა ხალხის ერთიანობისთვის მიმდინარეობს. ყველაფერი ეს რუსეთის პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს”, - ამბობს დეპუტატი.

 

კიშინიოვში - დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ შეაჩერა ომი დნესტრისპირეთში

რა თქმა უნდა, სრულიად არაშემთხვევით მსგავსი დისკუსიები დნესტრის 1992 წლის ომის შესახებ კიშინიოვშიც მიმდინარეობს. მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა აურელიუ ჩოკოიმ ახლახან ინტერვიუში განაცხადა, რომ 1992 წელს რუსეთის ჯარმა დნესტრისპირეთში სისხლისმღვრელი ომი შეაჩერა. მაღალი თანამდებობის პირის განცხადება მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა. ექსპერტი დან დუნგაჩიუ ამბობს, რომ მოლდოველი დიპლომატის განცხადება მოწმობს იმას რომ “რესპუბლიკა მოლდოვის პოციზია დნესტრისპირეთის შესახებ, თანდათან ოფიციალურად ემთხვევა რუსეთის ფედერაციის პოზიციას”.

 

პროპაგანდისტული პრესა, რომელიც საზოგადეობრივი თანხებით იკვებება

რაც შეეხება პრესას, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბოლო წლებში პროპაგანდა საქართველოს ზოგიერთი მედიის მეშვეობით ხორციელდება.

“მაგალითად საზოგადოებრივ არხზე, ანტინატოს და ანტიევროპული დებატები ტარდება. ჩვენ არაერთხელ გაგვიჩნდა შეკითხვა, რატომ კეთდება ეს ჩვენი თანხებით, რატომ ატარებენ პროპაგანდას ჩვენი ფულის ხარჯზე. სხვა ექსტრემისტულ მედიებს, რომლებიც ქსენოფობიურ, ანტიევროპულ მესიჯებს ატარებენ, ანუ რუსეთის პროპაგანდისთვის სასურველ გზავნილებს უშვებენ, მხარდაჭერას სახელმწიფო დაწესებულებები უწევენ, რომლებიც მათ რეკლამისთვის გადახდილი თანხებით კვებავენ.

“პროპაგანდას ჩვენ ხარჯზე ეწევიან. ამ მედია დაწესებულებების დახურვის მომხრე არ ვარ, მაგრამ მათდამი დამოკიდებულება მკაფიო უნდა იყოს, ფინანსური დახმარების გარეშე. მთავრობა პროევროპული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ მსგავსად არ იქცევა პრორუსული ოპოზიციის მიმართ. ბოლო წლებში ძვირფას დროს დემოკრატიულ რეფორმებში ვხარჯავთ. ჩვენ ვიმყოფებით სივრცეში, სადაც უხვად არის პრობლემები და კოფლიქტები. კრიმინოგენული მდგომარეობა მწვავდება, რაც ტურიზმზეც აისახება. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი მიმზიდველი ხთება. რუსეთი ამის წინააღმდეგობას აგრძელებს. მოსკოვმა იცის, თუ ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება, მაშინ ევროკავშირში ინტეგრაცია რეალობა გახდება, რაც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლების ინტეგრაციის მეტ შანსს უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

 

 

 ფოტო:თამარ ხორბალაძე, Media Development Foundation საქართველო

თამარ ხორბალაძე მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა. ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია საქართველოში მედია მონიტორინგს   პროპაგანდაზე აქცენტით ახორიციელებს.

ის ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ქართული ტრადიციების მიმართ საფრთხის გზავნილებით მუშაობენ “უნდათ რომ ჰომოსექსუალები გაგვხადონ”.

“ზოგი გზავნილი ხალხს იმით აშინებდა, რომ ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო სირიიდან და ირანიდან მეტი მიგრანტის მიღებაზე და ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან,”- ამბობს თამარი.

საბოლოოდ გზვანილებმა ეფექტი იქონია: შესაბამისი ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვმა იკლო.

 

“სოციალურ ქსელებში პროპაგანდა კონტროლიდან გამოვიდა”

“როდესაც პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ. უნდა გავითვალისწინოთ სოციალური ქსელებიც, რომელიც ძალიან პოპულარულია. პროპაგანდამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ყველაზე გავრცელებული დასავლეთში დანაშაულის და მკვლელობის შესახებ გზავნილებია, ან იმის შესახებ რომ ბავშვები თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებას მშობლებთან იღებენ და რომ მსგავსი რამ გარდაუვლად საქართველოში იქნება თუ აშშ-ს და ევროკავშირს დავუახლოვდებით. ე.ი. ინტენსიურად ლაპარაკობენ იმაზე თუ რა ცუდია დასავლეთი”, - ამბობს ექსპერტი.

“რთულია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მასობრივია, დიდი რესურსები გააჩნია და სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს”.

საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ეკლესიას უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს. ყველა მესიჯი ეკლესიას გაივლის, მხოლოდ ცოტანი თუ ეწინააღმდეგებიან ამას, და მთლიანობაში მთელი სისტემა პროპაგანდას ემსახურება.

ოკუპირებულ რეგიონებში პროპაგანდის შესახებ საუბრისას თამარი აღნიშნავს, რომ იქ მცხოვრებლებთან კავშირი სუსტია, იქ თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა არ არის, ხალხი ფარულად იპარება, ცდილობენ ამის შესახებ არ ილაპარაკონ, რათა პრობლემები აირიდონ.

“მაგრამ არც ჩვენ ვიჩენთ განსაკუთრებულ აქტივობას. გარკვეული პოზიცია დავიკავეთ, თავს ვიკატუნებთ, არ ვიმჩნევთ, ვიცით, არ გვავიწყდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალიან ცოტა ინფორმაცია მოდის. იქ კი ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. როდესაც რამდენიმე აფხაზი ფეხბურთის თამაშზე მოვიდა ძალიან გაუკვირდათ რომ არავინ არ კლავს. ჟურნალისტმა, რომელიც ზუგდიდში იყო, თავის ბლოგში დაწერა რომ ამ ყველაფრის ხილვას არ ისურვებდა. რუსეთი აკეთებდა და აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს რათა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ დადასტურებული ინფორმაცია არ მიიღოს”.

 

სიძულვილის დისკურსი, გაქრობის პირას 

ბოლო წლებში აფხაზების და ოსების მიმართ სიძულვილის დისკურსი თითქმის გაქრა. “ის რაც 90-იანებში იყო, უკვე აღარ არის. აფხაზების და ოსების მიმართ სიძულვილი უკვე აღარ ტრიალებს. ყარაბაღისგან ამით გამოვირჩევით, იქ პრესაში სიძულვილის დისკურსი კვლავ არსებობს. რუსეთის მიმართაც შემცირდა სიძულვილი, მაგრამ დასავლეთის მიმართ გაძლიერდა,”- ამტკიცებს ექსპერტი.

ჩვენ ვკითხეთ თამარს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებსაც საქართველოსა და მოლდოვაში გავესაუბრეთ, როგორია შესაძლო ცვლილებების გზები, პროპაგანდული პროდუქციის ნაკადის წინააღმდეგობის გაწევისთვის? საჭიროა მედიაპროდუქტის მომხმარებელს შორის კრიტიკული აზროვნების გაზრდა. განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შორის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ სივრცეში, სადაც პროპაგანდამ მასიური მიგრაცია განიცადა, ამბობს ის.

“შეიძლება იყო ეთიკური, მაგრამ ინფორმაცია არა მხოლოდ კლასიკური მედიის მეშვეობით, არამედ სოციალური ქსელითაც ვრცელდება. თუ კარგი მედია მომზადება არ გაქვს, მაშინ ძალიან რთულია გარკვევა. დასავლეთმა რუსულ პროპაგანდაზე დროულად და ადეკვატურად არ იმოქმედა და სამწუხაროდ, ახლა რუსეთის პროპაგანდას დიდი უპირატესობა აქვს. რასაც ვამბობ ოპიტიზმს არ აჩენს, მაგრამ ეს ასეა. ევროინტეგრაციის სტრატეგია ინფორმაციული სივრცის დაცვასაც ითვალისწინებს, ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და არა მთავრობა. ხოლო მთავრობა ამ ორგანიზაციებს არათუ პარტნიორებად, არამედ მტრებად თვლის,” - აზუსტებს თამარ ხორბალაძე.

ვლადიმერ მენაბდე, რეგიონული გამოცემის “გურიის მოამბის” მთავარი რედაქტორი ოზურგეთიდან ამბობს, რომ ბოლო წლებში რუსეთის პროპაგანდა ქართულ პრესაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ის თვლის, რომ რუსეთი ზოგიერთი მედიის მფლობელს თანხებს უხდის, რათა მათ ცრუ კონტენტი გაავრცელონ.

 

“ჩვენ რეგიონში, რომელიც საბჭოთა დროს მუდმივად რუსეთის აგენტებით იყო სავსე, ვინაიდან თურქეთის საზღვართან ახლოს ვართ, ახლაც რთული არ არის აგენტების პოვნა, რომლებიც მოსკოვზე მუშაობენ. იმის გამო, რომ რეგიონული გამოცემები ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან, ზოგი რედაქტორი და ჟურნალისტი გარკვეული თანხის სანაცვლოდ თანხმდება იმის წინ წამოწევას, რაც მოსკოვის აგენტებს სურთ ... სამწუხაროა ის, რაც ახლა ზოგიერთ ქართულ მედიაში ხდება,”- ამბობს ვლადიმირ მენაბდე.

რუსეთის პროპაგანდა მოლდოვაში 

კიშინიოველი ჟურნალისტი ლილია ზახარია - ვებ პლატფორმის Stop Fals-ის მენეჯერია.  პლატფორმა მოლდოვაში ცრუ ინფორმაციას და დეზინფორმაციას აუვნებელყოფს. 

ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდა მოლდოვის საზოგადოებრივ აზრზე ძლიერ გავლენას ახდენს, ვინაიდან ამისთვის მრავალი პრორუსული ვებსაიტი გამოიყენება. ისეთი როგორიც არის: “კომსომოლსკაია პრავდა”, “მოლდავსკიე ვედომოსტი”, “სპუტნიკ მოლოდვა”, ასევე რიგი ტელეარხები და რადიოარხები.

ეს საიტები ბევრ დეზინფორმაციულ ტექსტს აქვეყნებს. ცრუ და წინასწარგანწყობილ ამბებს შემდგომ სხვა მედია ორგანიზაციები ესესხებიან.

ყველაზე ხშირად ნეგატიურ ჭრილში ევროკავშირის და ნატოს შესახებ წერენ. ასევე, ნეგატიურად არის წარმოჩენილი უკრაინა და რუმინეთი.

“ჩვენთან გაყიდვების ყველაზე დიდი მოცულობა “კომსომოლსკაია პრავდას” აქვს. ამ გამოცემის მეშვეობით, რუსეთის პროპაგანდა უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. გამოქვეყნებული მასალებით, ეს გამოცემა უბიძგებს სიძულვილისკენ, მოლდოველებს და რუსებს შორის შუღლის ჩამოგდებას, რუმინულენოვან და რუსულენოვან მოსახლეობას შორის განხეთქილების შეტანას ცდილობს. Ამისთვის კი იყენებს გზავნილებს რუმინული და რუსული ენის, ისტორიის, დასავლეთის და აღმოსავლეთის შესახებ. მოლდოვაში დეზინფორმაციასთან და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულების სახელმწიფო უწყებები არ არსებობს. ამით მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და ზოგიერთი ჟურნალისტია დაკავებული. ისინი ფეიკების გამოვლენაზე და უარყოფაზე არიან სპეციალიზირებული. ამის მიუხედავად, მოქალაქეთა ინფორმირებულობა იმის შესახებ თუ როგორ გაარჩიონ ცრუ ინფორმაცია ნამდვილისგან, როგორ ამოიცნონ პროპაგანდა უკიდურესად რთული პროცესია.  ვინაიდან რესპუბლიკა მოლდოვაში მასმედიის 70% ყოველდღიურად პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის დაკავებული,”- ამბობს ლილია ზახარია.

საქართველოშიც და მოლდოვაშიც დეზინფორმაციას ერთი მიზანი აქვს - ჩვენი ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირს დააშოროს და რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს, - თვლის ლილია ზახარია. ყველაზე მეტი ცრუ ინფორმაცია საარჩევნო კამპანიების პერიოდის დროს ვრცელდება. ეს პროპაგანდა მუშაობს. 2016 წლის ნოემბერში მკაფიოდ გამოხატული პრორუსული, ანტინატოს და ანტიდასავლური მესიჯების საარჩევნო კამპანიის ფონზე, მოლდოვის მცხოვრებლებმა პრეზიდენტად პრორუსი კანდიდატი იგორ დადონი აირჩიეს.

“ჩვენ პროპაგანდის შედეგებს ვხედავთ ელექტორალურ პერიოდში. ერთი წლის წინ პრესის უმეტეს ნაწილს დემოკრატების ლიდერი ვლად პლახოტნიუკი აკონტროლებდა, ახლა კი ეს გავლენა იგრო დადონთან და პარტია სოციალისტებთან გადავიდა, რომლის ხელმძღვანელობასაც არაოფიციალურად განაგრძობს. პრორუსული ტელეარხები იგორ დადონის პრორუსულ პოლიტიკას მხარს უჭერენ. ეს მედია დაწესებულებები ბევრ პროპაგანდისტულ გზავნილს ავრცელებენ, რომელიც ყველაზე ძლიერ გავლენას სოფლად მცხოვრებლებზე ახდენს. მათ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები არ გააჩნიათ,” - ამტკიცებს ლილია ზახარია.

რუმინული ბასტიონები დნესტრისპირეთში

რესპუბლიკა მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში 8 სკოლა თითქმის 30 წლის განმავლობაში რუმინული ენის ბასტიონებად რჩება და რეგიონის სრულ რუსიფიკაციას წინააღმდეგობას უწევს . რუმინული სკოლები, როგორც მას თავად თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა უწოდებს, უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობს, რომელიც ტირასპოლის რეჟიმის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. რვიდან შვიდ სკოლას საკუთრი შენობა არ გააჩნია, ხოლო ნაქირავები შენობები სასწავლო პროცესისთვის ელემენტარულ პირობებს ვერ უზრუნველყოფს. წლის დასაწყისში და მიწურულს საზეიმო სწორებაზე სასწავლო დაწესებულებებს რესპუბლიკა მოლდოვის ჰიმნის შესრულება ეკრძალებათ, ისევე როგორც დროშის აღმართვა.

ტირასპოლის ლიცეუმები, ბენდერი, რიბნიცი, გრიგორიოპოლი და დუბესარი, ასევე სამი გიმნაზია - ერთი ბენდერში, დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქალაქში, რომელსაც ტირასპოლის მთავრობა აკონტროლებს, და ორი - დასახლება კორჟოვა და როგიში, რომლებიც დუბესარის რეგიონში შედის და ტირასპოლის რეჟიმს არ ექვემდებარება, კიშინიოვის მიერ არის დაფინანსებული, მაგრამ მათ მაინც ძალიან უჭირთ.

მოსწავლეები თანამედროვე სასწავლო წიგნებით ლათინური ანბანით სწავლობენ. სრულად სხვა ვითარებაა შტეფან ჩელ მარეს სახელობის ლიცეუმში, გრიგორიოპოლში, რომელიც ამჟამად დასახლება დოროცკაიაში მდებარეობს. Სასწავლებელი Აქ 2002 წლის შემდეგ გადაიტანეს, როდესაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სასწავლო პროცესის სლავურ დამწერლობზე გადაყვანა დაავალდებულა. მას შემდეგ, რამდენიმე დასახლების მოსწავლეებს, მათ შორის ბუტორიდან და ტაშლიკიდან, რომელსაც ტირასპოლის რეჟიმი აკონტროლებს, ყოველ დღე დოროცკაიაში წასლა უწევთ, რათა რუმინულ ენაზე ისწავლონ. 

იონ იონჩევ. ფოტო: მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრი

უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში დნესტრისპირეთის რუმინულენოვანი სკოლები, ე.წ. ტირასპოლის მთავრობისთვის კიშინიოვთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგანი იყო.

 

2004-2006 წლებში მშობლებმა, მასწავლებლებმა და მოწაფეებმა დასახლებული პუნქტებიდან რიბნიცა, ბენდერი და გრიგორიოპოლი ევროკავშირის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართეს. სარჩელი ადამიანის არაერთი უფლების დარღვევას შეეხებოდა. მათ შორის: განათლების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაცია.

2012 წელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მიმართ განათლებაზე უფლებების დარღვევა აღიარა. ამავდროულად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ რესპუბლიკა მოლდოვა განათლებაზე უფლებების დარღვევაში დამნაშავე არ არის.

 

რუმინული კალიადკები (საშობაო დღესასწაული)  ტირასპოლის შუაგულში

ტირასპოლის ლუჩიანა ბლაგის სახელობის თეორიულ ლიცეუმში 24 დეკემბერს მივედით, არდადეგებამდე.

მოსწავლეები, დიდები და პატარები, ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი კალიადკებს ზეიმობდნენ, ულოცავდნენ მასწავლებლებს და მშობლებს. კალიადკებში, ზანზალაკების რეკვისას რუმინული ენა ლამაზად ჟღერდა.

“ჩვენთან სწავლობენ ბავშვები რუსულენოვანი ოჯახებიდან. რუმინულ ენაზე ლაპარაკი არ იცოდნენ. აქ ენა ისწავლეს, ახლა იმ მოსწავლეებისგან ვერ გაარჩევ, ვისთვისაც რუმინული მშობლიური ენაა,” - გვეუბნება ლიცეუმის დირექტორი იონ იოვჩევი. ის ეროვნებით ბულგარელია. უკვე 30 წელია რუმინულ ენაზე ასწავლის სკოლაში, რომელიც ტირასპოლის შუაგულში მდებარეობს, სეპარატისტული ანკლავის დედაქალაქში.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი დამსახურება მდგომარეობს იმაში რომ ამდენი ბავშვი ამოვგლიჯეთ აქ დამოძღვრილ იდეოლოგიას… არც ვიცი რა ვუწოდო მას - კომუნისტური, შოვინისტური, პრორუსული. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ბავშვებმა გაიგეს თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი ადამიანი, რა არის შეუხრელობა და ღირსება, და ევროპულ ღირებულებებს შევუერთდით. ჩვენი ლიცეუმის კედლებმა ათასზე მეტი ბავშვი აღზარდა. ეს კი დიდი და სასიკეთო საქმეა. ამ ქალაქში ძალიან ბევრს გვაწვალებდნენ, ბევრი რამ გადავიტანეთ, იყო თავდასხმები და ნგრევები, მაგრამ ჩვენ როგორც ფენიქსი ფერფლიდან ვიბადებოდით. რთული იყო, მაგრამ ამასთან საინტერესო. ეს ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა. ეს არსობრივად ჩემი ჯვარია, რომელიც ღმერთმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა მარგუნა,” - გვპასუხობს იონ იოვჩევი, კითხვაზე თუ რას ნიშნავს აქ ამ ყველაფრის გაძლება და გადატანა. 

ანტიდასავლური და ანტირუმინული პროპაგანდა ტირასპოლში საბჭოთა დროსაც იყო. მოგვიანებით მტრის სახე აშშ-მ და რუმინეთმა მიიღო. ტვინის გამორეცხვა პრესის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ბოლო დროს ტირასპოლის ადმინისტრაციის საიტების დახმარებითაც,“ -  ამბობს დირექტორი.

“ახლა დნესტრისპირეთის ნომერ პირველი მტერი არის რესპუბლიკა მოლდოვა, და რა თქმა უნდა რუმინეთი. ჩვენს სკოლაში არა მხოლოდ მოლდოველი ბავშვების მოზიდვა მოვახერხეთ, როგორც მათ აქ უწოდებენ, არადა ფაქტობრივად რუმინელები არიან, არამედ რუსებისაც. მოსწავლეები და მათი მშობლები მიხვდნენ, რომ ყველაფერი სრულად ისე არ არის როგორც მათ ამას ადგილობრივი მედია უხატავს. Ჩვენთან ასევე ბევრი ბავშვი მოვიდა რუსულენოვანი საბავშვო ბაღებიდან, რომლებმაც რუმინული ენა საერთოდ არ იცოდნენ, ახლა კი მშვენიერ რუმინულზე საუბრობენ. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს რუმინელი მწერლები, დაინახეს თუ როგორია რუმინეთი და დარწმუნდნენ რომ სრულად სხვაგვარია, ვიდრე მათ აქ ტირასპოლში წარმოუდგენს,” - გვიყვება იოვჩევი.

რუსეთის მოქალაქეობა რუმინეთის მოქალაქეობის წინააღმდეგ

ლიცეუმში მის ერთერთ აღზრდილს შევხვდით. ნიკოლაი რომანოვმა უნივერსიტეტი რუმინეთში დაასრულა და ახლა იასკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დოქტორანტია. მას არდადეგები აქვს და მასწავლებლების სანახავად ჩამოვიდა. მისი ყველა თანაკლასელი დნესტრისპირეთიდან წავიდა, ვინაიდან აქ თავიანთ მომავალს ვერ ხედავდნენ. უმეტესი მათგანი ევროპაშია. იხსენებს, რომ ბავშვობაში პატარებს, რომლებიც რუსულად ლაპარაკობდნენ, რუმინელებს და ფაშისტებს ეძახდნენ, დამპყრობლებსაც კი.

“ჩემი თანატოლებიც, რომლებიც რუსულ სკოლებში სწავლობდნენ, აქედან წავიდნენ. ერთი - მოსკოვში, მაგრამ უმეტესობა ევროპაში. მოლდოვური საბუთები გაიკეთეს და მოლდოვასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ზოგიერთმა, მიუხედავად რუსეთის მოქალაქეობისა, რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო, რადგანაც მეტ პერსპექტივას უზრუნველყოფს”, - ამბობს ნიკოლაი.

ახლახან პრესა წერდა, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადიმ კრასნოსელკის, ანტიდასავლური და ანტირუმინული მესიჯების ერთ-ერთი დამცველის მეუღლესაც კი, რუმინეთის მოქალაქეობა აქვს. ტირასპოლის ლიდერს არაერთხელ აქვს გაჟღერებული შინაარსი “რუმინეთის ოკუპაციისგან განთავისუფლების” შესახებ, და ეს პროპაგანდისტული გზავნილი ხშირად გამოიყენება დნესტრისპირეთის რეგიონში. 

“იმ დროს, როდესაც პრორუსები აქაფებული პირით დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და რუმინეთისგან მონობისაგან თავის დაღწევაზე, მათი ლიდერები რუმინულ მოქალაქეობას და საბუთებს იკეთებენ. ცხოვრობენ კარგად და ევროპულად. მოხალისეობრივად და ძალდატანების გარეშე მონობაში მიდიან, რომლისგანაც ვითომდა გათავისუფლება სურთ. რუმინეთი ცუდია და მას მხოლოდ საჩვენებლად აკრიტიკებენ იმათ წინაშე, ვისაც პროპაგანდის სჯერა და მიჰყვებიან. დანარჩენი კი ვისაც რა შეუძლი იმას წაჰგლეჯს, რუმინეთის დროშას ლოკავს, და ერთგულების ფიცს დებს,” - განაცხადა ვლად ბილეცკიმ, აქტივისტმა რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. მან რუმინულ მთავრობას ზომების მისაღებად მიმართა “ანტირუმინული სეპარატისტების მიმართ, რომელთაც რუმინეთის მოქალაქეობა გააჩნიათ და რუმინეთს დაუდეს ფიცი”.

დნესტრისპირეთის უმეტეს მცხოვრებს რესპუბლიკა მოლდოვის მოქალაქეობა გააჩნია. დროთა განმავლობაში კიშინიოვის მთავრობამ მათ საბუთების გაფორმებაზე შეღავათები შესთავაზა, მათ შორის ბიომეტრიულ პასპორტებზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

სკოლები, სადაც ასწავლიან კირილიცაზე

სოფლის სკოლაში მივდივართ, დასახლება მელეეშტში გრიგორიოპოლისის რაიონში, ტირასპოლიდან 11 კილომეტრში. დასახლების უმეტესი მცხოვრები მოლდოველია. სკოლა ტირასპოლის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აქ ბავშვები მოლდავურ ენაზე სწავლობენ, მაგრამ კირილიცას საფუძველზე. რუმინული ენა კირილიცული ანბანით - მოსკოვის გამოგონება მოლდოველების, მათი ძმა რუმინელებისგან და რუმინული ენისაგან დაშორების მიზნით.

დნესტრისპირეთში დაახლოებით 30 სკოლაა, სადაც ბავშვები მონაგონ ენაზე სწავლობენ, ე.წ. მოლდოვურზე (იგივე რუმინული, ოღონდ კირილიცას ანბანით). მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. ამავდროულად, იზრდება სკოლების რიცხვი, სადაც რუსულ ენაზე ასწავლიან.

“ბავშვები, რომლებმაც სკოლა დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაამთავრეს, ერგებიან და სწავლობენ რესპუბლიკა მოლდოვაში, რუმინეთში, ასევე რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში. დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მათ ბაკალავრის ხარისხის გამოცდების ჩაბარება უწევთ, ვინაიდან ჩვენთან დნესტრისპირეთში მხოლოდ 11 კლასს სწავლობენ. რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე აბარებენ,”- გვეუბნება ერთ-ერთი მასწავლებელი ანონიმურობის დაცვის პირობებით, რათა მთავრობისგან პრობლემებს თავი აარიდოს.

 

სასწავლო წიგნები ცენტრალიზირებულად დნესტრისპირეთში გამოიცემა. ზოგი წიგნი, ისეთი როგორც მაგალითად ზუსტი მეცნიერებების შესახებაა, თარგმნილი რუსული სასწავლო წიგნებიდან. Ნაწილი რუსი ავტორების მიერ არის დაწერილი. Ისინი ტირასპოლმა დნესტრისპირეთის რეალიების მომხრეთა რიცხვიდან შეარჩია. წიგნები ტირასპოლში იბეჭდება. მოლდავურ ენასა და ლიტერატურაში ბავშვები რამდენიმე მოლდოველი მწერლის და პოეტის ნაწარმოებს სწავლობენ. Მათ შორის ისეთების, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ისწავლებოდა.

ბიბლიოთეკაში ვხედავთ უკიდურესად იდეოლოგიზირებულ სასწავლო წიგნებს კირილიცაზე. აქ ბავშვები რუსეთის და მშობლიური მხარის ისტორიას სწავლობენ, ანუ დნესტრისპირეთის რეგიონის. როდესაც წიგნები გადავფურცლეთ, შევამჩნიეთ რომ ბევრი რამ წერია “რუმინელი-ფაშისტი დამპყრობლების” შესახებ, ზუსტად ისეთივე გზავნილებით რომელსაც რეგიონში რუსული პროპაგანდა იყენებს. თითქმის იდენტური სასწავლო წიგნები ვნახეთ აფხაზეთში.

მასწავლებლები, რომელთაც გავესაუბრეთ გვთხოვენ რომ ჩვენს მასალებში მათი სახელები არ ვახსენოთ. ვინაიდან ბევრი პრობლემა გაუჩნდებათ.

ერთ-ერთ დასახლებაში რამდენიმე გამვლელს გავესაუბრეთ. ტირასპოლის რეჟიმის შესახებ საუბარს თანხმდებიან, მაგრამ მათი მოსაზრება სხვადასხვაგვარია. ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმიიის, ყოფილი მეთოთხმეტე არმიის, ოპერატიული ჯგუფი მშვიდობის გარანტია, სხვები კი თვლიან რომ უკვე დიდი ხნის წინ გასაყრელები არიან რეგიონიდან.

ერთი ქალი გვიყვება რომ მასწავლებელი იყო. მაგრამ სკოლაში მუშაობა დიდი ხანი ვერ შეძლო, განსაკუთრებით როდესაც კირილიცა შემოიღეს.

“რუს ხალხს პატივს ვცემ, ვინაიდან ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ასაკის გათვალისწინებით, განსხვავებულ ადამიანებს შევხვედრივარ. როდესაც პირობა წამოგვიყენეს, რომ ამიერიდან კირილიცის საფუძველზე უნდა გვესწავლებინა სკოლაში მუშაობაზე უარი ვთქვი. მოგვიანებით ქალაქში ერთერთ ლიცეუმში ვმუშაობდი, მაგრამ თავაზიანად მთხოვეს რომ წავსულიყავი”.

დნესტრისპირეთის პრესა და პროპაგანდა

დნესტრისპირეთი არის პატარა არაღიარებული სეპარატისტული სახელმწიფო, დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრის ფართობით და დაახლოებით 300 000 მცხოვრებით.

 

ქალაქის ჯიხურებში ბევრი რუსულენოვანი გამოცემაა, ასევე ადგილობრივი გამოცემები “დნესტროვსკაია პრავდა”, “ჩელოვეკ ი ეგო პრავა”/ ”ადამიანი და მისი უფლებები”, “პრავდა პრიდნესტროვია”, “პრიდნესტროვიე”, “ვესტნიკ”, “დრუჟბა” და “ადევერულ ნისტრიან”.

უკანასკნელი გამოცემა კირილიცაზეა შექმნილი. გამოცემაში, რომელიც ნოემბერში შევიძინეთ წერდნენ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დადონთან. 2016 წელს პირველად დნესტრში ომის შემდეგ, რეგიონის მოსახლეობას ნება დართეს მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ხოლო 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამი საარჩევნო ოლქიც კი გახსნეს დნესტრის მარცხენა სანაპიროს რაიონებისთვის და ქალაქ ბენდერისთვის, რომელიც დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, და კიშინიოვის საკანონმდებლო ორგანოში დნესტრისპირეთის მოსახლეობის წარმომადგენელი სამი დეპუტატი შევიდა.

ბენდერებში გამოდის გამომცემლობა “ნოვაია ვრემია”, ხოლო ქალაქ სლობოზიაში - “სლობოდზეისკიე ვესტი”, ქალაქ დუბესარში - “ზარია პრედნესტროვია”. ასევე ტირასპოლში გამოიცემა უკრაინულენოვანი გამოცემა - “გომონ”. ყველა გამომცემელი ადგილობრივი ადმინისტრაციის ხარჯზე ფინანსდება. მათ სარედაქციო პოლიტიკაში მხოლოდ ერთი მოსაზრება ფიგურირებს - ოფიციალური- იდეოლოგიზირებული მასალები ანტიევროპული და პრორუსული გზავნილებით.

არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი გამომცემელი, რომელიც ქალაქ რიბნიცაში გამოდის - “დობრი დენ”. ამ გამომცემლის დამოუკიდებლობა იმით აიხსნება, რომ მასში ძირითადად კულტურული და გასართობი სტატიები ქვეყნდება და ისინი რეგიონის ადმინისტრაციას არ ეხება.

დნესტრისპირეთის რეგიონში ექვსი ტელეარხი მაუწყებლობს: სახელმწიფო ტელეარხი “პერვი პრედნისტროვსკი”, ქალაქ ბენდერის მუნიციპალური ტელეარხი, კერძო არხები - ტეესვე ჰოლდინგ “შერიფის” კერძო მაუწყებლები, რომლებიც რეგიონს აკონტროლებენ და პოლიტიკური პარტია ობნოვლენიეს უკან არიან. რიბნიცაში მაუწყებლობს ლიკ ტევე/«ЛикТВ», ხოლო ბენდერში - დნესტრისპირეთის პირველი ინტერნეტ ტელემაუწყებლობა “დნესტრ ტევე”.

“24 რადიოსიხშირე მოსკოვის მიერ გამოიყენება ევროპაში პროპაგანდისთვის”

რეგიონის უმეტესი გამომცემლობის და ტელეარხის კონტენტი არც ისე განსხვავდება - ერთნაირი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გზავნილები, მოსკოვის და სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ქებით.

 

“დენსტრისპირეთში რუსიფიკაციის ძალიან ძლიერი პროცესი შეინიშნება. გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა პერიოდში,” - ამბობს რესპუბლიკა მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი ოაზუ ნანტოი.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, თუ რომელი დაწესებულება გაცემს სიხშირეებს მაუწყებლობისთვის დნესტრისპირეთის არხებზე, ვინაიდან რესპუბლიკა მოლდოვის ტელე-რადიო მაუწყებლობის საკოორდინაციო საბჭოს ვებსაიტზე, დნესტრისპირეთის რეგიონის შესახებ ინფორმაცია ვერ ვნახეთ.

დნესტრის მარჯვენა სანაპიროსგან განსხვავებით, მარცხენა სანაპიროს რაიონებში უკვე რამდნიმე წელია რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ ადგილობრივი სიხშირის საფუძველზე. კიშინიოვის ანალოგური მაუწყებლობის სიხშირეები პრაქტიკულად დაბლოკილია. “თუ დნესტრის მარჯვენა სანაპიროც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, მაშინ დენსტრისპირეთის მაუწყებლობის შესაძლებლობას მივიღებთ,”-ამბობს რეპუბლიკა მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი ვასილი ნესტასე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

“დნესტრისპირეთის რეგიონში ახლა ციფრული სიხშირეები გამოყენება. ისინი მოლდოვის საკუთრებაა, მაგრამ წინააღმდეგობის გარეშე გამოიყენება სეპარატისების მიერ, მოლდოვის მთავრობის დუმილიანი თანხმობით. ზუსტად ასევე გამოიყენება “მოლდტელეკომის” ქსელი, და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტები, რომელიც ანტიკონსტიტუციურმა რეჟიმმა მიითვისა. ასევე გამოიყენება რუსული სიხშირეები, რუსეთის ფედერაციის ინტერესებით,”- აზუსტებს დეპუტატი.

ამავდროულად, რადიოგადამცემი ცენტრის მაიაკის ორი სიხშირე გრიგორიოპოლში, რომლის მეშვეობით საზოგადოებრივი რადიოსადგურის ორი არხი მაუწყებლობდა - “რადიო მოლდოვა” და “ლუჩაფერულ” - ახლა ტირასპოლის სეპარატისების საკუთრებაშია.

“იქ ასევე არის რუსეთის ფედერაციის 24 სიხშირე. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, საიდანაც ხორციელდებოდა მაუწყებლობა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ევროპაში. ეს ახლაც გრძელდება, და მოცემულ სიტუაციაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია მოლდოვის კონსტიტუციურ ტერიტორიას იყენებს საკუთარი პროგრამების ტრანსლირებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ის რასაც აქედან მოსკოვი მაუწყებლობს - ეს არის სუფთა წყლის პროპაგანდა, რაც ჩემი შეხედულებით არის რესპუბლიკა მოლდოვის და სხვა სახელმწიფოების საინფორმაციო უსაფრთხოების ხელყოფა,” - ამბობს ვასილი ნესტასე. 

ვასილი ნესტასე აზუსტებს, რომ მდგომარეობის გასარკვევად ახლახან ორი მოთხოვნა გაგზავნა ინფორმაციულ და უსაფრთხოების სამსახურში და რადიოსიხშირეების ეროვნულ სამმართველოში.

 

სტატია მომზადებულია მოლდოვის გამომძიებელ ჟურნალისტთა ცენტრისა და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

 

The article was prepared as part of the investigative reporting grant funded by the Institute of War and Peace Reporting (IWPR) within the Project «Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes». The views and opinions expressed in this article are those of the authors and do not necessarily reflect the official policy or position of the Institute 

ავტორი: კორნელია კოზონაკი, მარინ ბოგონოვსკი(მოლდოვა) ნინო გოგუა

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა