|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავებული კახა გაბუნიას მამა სასამართლოში ცუდად გახდა

პარლამენტის დეპუტატის შეურაცხყოფისათვის დაკავებული სამი პირის სასამართლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი საჯარო მოხელის ფიზიკური შეურაცხყოფაში  ედებათ.

ცნობილი გახდა, რომ ერთ–ერთი დაკავებულის, კახა გაბუნიას მამა რეზო გაბუნია პროკურორის მიერ მისი შვილისათვის ბრალის წარდგენისას ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო–სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.  არსებული ინფორმაციით,  რეზო გაბუნიას დიაბეტი აქვს და დიალეზზე იმყოფება, რის გამოც არსებობს საშიშროება, რომ კომაში ჩავარდეს.

"თავისუფალი ზონის"  წევრები ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

სასამართლო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.   დაკავებულების საქმეს მოსამართლე ნათია   ბარბაქაძე განიხილავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა