|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა - ირინე ლომინაძე

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძის შენობაში არ შეშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ირინე ლომინაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბურჭულაძეს მისი გაცნობა სურდა.

ლომინაძის თქმით, მას არ სურდა პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძის გაცნობა და მხოლოდ ეს გახდა უარის მიზეზი, მისივე მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე.

"ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, შემოშვება. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია, პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს უდიდესი პატივისცემა ჩემი და ბედნიერი ვიქნები, თუ როდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება, მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომლის პარტიის გვერდით დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, შეხვედრა სურდა დასთან  და მე ამის უფლება მქონდა, დამეშალა?" - აცხადებს ირინე ლომინაძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა