|
  • EUR 1 = GEL 3.4221
  • USD 1 = GEL 3.0465
|

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გამოფენა გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. როგორც ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჟუღელმა განაცხადა, პანდემიის გამო წელს მასშტაბურ ღონისძიებების გამართვაზე უარისთქმა მოუხდათ. 

"გუშინ მივიღეთ ნებართვა, რომ მოგვეწყო გამოფენა.  ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენაა, აქ  იმ ადამიანების ფოტოებია გამოფენილი, რომლებიც თავიანთი საქმით დაკავშირებულები არიან საქართველოს დამოუკიდებლობასთან.  ფოტოებით წარმოდგენილია  ჩვენი სახელოვანი გენერლები 1918 წლიდან მოყოლებული, იუნკრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები...  ეს არის ის, რაც შევეძლო დღეისათვის გაგვეკეთებინა, რადგან პანდემიის გამო მაშტსაბური ღონისძიებების გამართვაზე უარის თქმა მოგვიხდა", -განაცხადა ვაჟა ჟუღელმა.

 გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინომატიანეს მუზეუმის საკუთრებაა. გამოფენაზე 25 ფოტოსურათია წარმოდგენილი.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 60%
უარყოფითად - 37.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.5%
სულ - 40 ხმა