|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სს ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ  საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 ხარაგაული. 5 ოქტომბერს მ/ძ ქვესადგურში „საქასრია“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-18:00 საათამდე შეუწყდება აღნინული ქვესადგურის მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.

6 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით მიზნით 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს „მოლითი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეეზრუდებათ აბონენეტებს ხარაგაულის რაიონის სოფლებში მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი.

ხარაგაული/ზესტაფონი. 9 ოქტომბერს 10:00-17:00 სთ-ზე მ/ძ ქვესადგურში „ზესტაფონი 1“ დაგეგმილი სამუშაების ჩასატარებლად უსაფრთხოების მიზნით 5-5 წუთით ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ ქვესადგურებიდან „ზესტაფონი 1“, „შროშა“, „ბოსლევი“, „დილიკაური“, „ფუთი“, „ხარაგაული“, „საქასრია“.

ტყიბული. 6 ოქტომბერს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „ხრესილი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ონი. მ/ძ ქვესადგურ „ონში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 6 ოქტომბერს 11:00-18:00 სთ-მდე ძაბვა შეუწყდებათ ქ/ს „ონის“, „უწერას“, „საგლოლოს“ და „შოვის“ მომხმარებლებს ონის მუნიციპალიტეტში.

წყალტუბო. 6 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგურები „ფარცხანაყანები“, „კოპიტნარი წევა“ და „ალიონი“, რის გამოც ელენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს წყალტუბოს რაიონის სოფლებში ფარცხანაყანები, კოპიტნარი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა