|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ლორთქიფანიძემ "ზონელების" გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი მოაწერა

"თავისუფალი ზონის" წევრების სასამართლო პროცესი, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე დაიკითხა. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში  განაცხადა, "თავისუფალი ზონის" წევრების გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი მოაწერა. 

ლორთიქიფანიძემ კომენტარი  სასამართლო ექსპერტიზის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მატერიალური ზარალის ანაზღაურება არც მოუთხოვია. 

"სასამართლოზეც აღვნიშნე და ვიმეორებ, რომ მატერიალური ზარალის ანაზღაურება არასდროს მომითხოვია. ვალდებული ვიყავი და დღეს გამოვცხადდი სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე, ბიჭების პატიმრობის მომხრე არ ვარ.  თუმცა, მათ  უნდა გაითავისონ ჩადენილი დანაშაული. 50 პარლამენტარმა ხელი მოაწერა მათი გათავისუფლების შუამდგომლობას. ამ  შუამდგომლობას ხელი მეც  მოვაწერე. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი",-აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

 "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ქუთაისში, 2 ოქტომბერს პარლამენტთან  "რუსთავი 2"-ის    მხარდასაჭერად გამართული  აქციის დროს ჩადენილი ქმედებისათვის  დაააკავეს. მათ ხულიგნობის მუხლი შეეფარდათ, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა