|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება

დღეს ქუთიასში, მესხიშვილის თეატრში ფონდ "ნატვრის ხის" ორგანიზებით გალა-კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხით, იმერეთში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმებიან, რომელთაც საზღვარგარეთ ოპერაცია ესაჭიროებათ.
ამ წუთებში თეატრში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქველმოქმედებაში პირდაპირ ეთერში ჩაერთონ.
გალა-კონცერტში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ.
კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი, ასევე ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, მონაწილეობენ.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

ავტორი: ნიუპრესი