|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს მოწამეთობა აღინიშნება

დღეს ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო.

ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.

დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა