|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ იმართება

ჭიათურაში დღეს სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2019“ გაიმართება. ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით არის დატვირთული.

დღესასწაული სტარტს კონცერტით აიღებს, სადაც ასევე რამდენიმე ლოკაციაზე კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ფაცხა მოეწყობა.

„ჭიათურობა 2019“-ის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იქნება - ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკები. მოეწყობა საბავშვო წარმოდგენები, ფლეშმობი,  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.  

საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს, გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. 

ღონისძიებას სპონსორობას “ჯორჯიან მანგანეზი” გაუწევს.

 

ავტორი: ნიუპრესი