|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია. ამ წუთებში მინისტრი, კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან, მათ შორის არიან: ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია და სხვ.

გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა