|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკლესიებში 24-საათიანი ლოცვა დაწესდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძრებში მსურველებისთვის 24-საათიანი ლოცვა დააწესა.
ამის შესახებ ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი - შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი