|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტრონული საფულე - ბალანსის შევსება აპარატიდან [R]

თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში ინტერნეტ-სერვისებმა სულ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა და გართობის სფეროს დიდი ხანია გასცდა.

იმისთვის, რომ სამყაროსთან მუდმივ კავშირში დავრჩეთ, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებსაც გავუმკლავდეთ და აუცილებელი ხარჯებიც ვაკონტროლოთ, ონლაინ გადახდების სანდო, უსაფრთხო და სწრაფი პლატფორმაც უნდა გვქონდეს.

მნიშვნელობა არ აქვს სამუშაო დღეებს ოფისში ატარებთ, თუ დროის ძირითადი ნაწილის მოძრაობაში გატარება გიწევთ, თქვენს ცხოვრებაში მუდამ იქნება ისეთი გადაუდებელი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, კომუნალურების თუ სატელეკომუნიკაციო სერვისების გადახდები, რის გარეშეც დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად იგრძნობთ თავს.

იმისათვის, რომ არც რუტინული გადასახადები გამოგრჩეთ და არც ბანკიდან ბანკში გიწევდეთ რიგების გამოცვლა, TBC Pay-ს უნიკალური პლატფორმა ერთგულ და ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ.

თიბისი ფეი ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ კომპანიებსა და მომსახურებებს, რომელთა დავალიანების გადახდა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ.

ეს პლატფორმა განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, ვისაც უსასრულო რიგებში დგომის დრო არ აქვთ და სურთ, არც ერთი გადასახადი არ გამორჩეთ. ასე ხომ დამატებით ხარჯებსაც აიცილებთ თავიდან.

წარმოგიდგენიათ, ფული ისე ატაროთ საფულით, რომ არც ქეშად გქონდეთ და არც საბანკო ბარათზე? 

სწორედ ამ დროს გჭირდებათ TBC Pay-ის ელექტრონული საფულე. აქ თანხა თქვენს ბალანსზე საიმედოდ შეინახება და ნებისმიერ დროს მზად იქნება განსაკარგად. ფინანსური ტრანზაქციების შესრულება ამ გზით ბევრად მარტივი და მოსახერხებელია. 

თიბისი ფეის ელექტრონული საფულით გადახდას ერთი წუთიც არ სჭირდება. მართალია, ამა თუ იმ ოპერაციის შესასრულებლად ვებგვერდზე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, მაგრამ იმისთვის რომ საგანგებოდ თქვენთვის შექმნილ სამომხმარებლო პანელზე წვდომა მიიღოთ, თქვენი გადასახადების შაბლონებად შენახვა შეძლოთ და ელექტრონული საფულეც გაიაქტიუროთ, რეგისტრაციისთვის ერთი წუთის გამოყოფა ნამდვილად ღირს.

ელექტრონული საფულე ნებისმიერი საბანკო ბარათით შეგიძლიათ შეასვოთ. ეს ძალიან მარტივი და მოქნილი სერვისი ჩვეულებრივი გადახდებისგან იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ მის ბალანსზე დარიცხული თანხა მუდმივად ინახება თქვენს ანგარიშზე და შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში 1000-მდე სხვადასხვა სერვისი გადასახდელად გამოიყენოთ. 

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ელექტრონული საფულიდანაც გადაირიცხოთ თანხა სხვა ბარათზე ან სხვა საფულეზე. ელექტრონული საფულის ბალანსის შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეგიძლიათ. ეს მოგცემთ საშუალებას ნაღდი ანგარიშსწორებით შეისვოთ თქვენი ელექტრონული ანგარიში იმ შემთხვევაში თუ საბანკო ბარათი არ გაქვთ ან უბრალოდ ქეშად გსურთ ბალანსის შევსება.

ელექტრონული საფულის შევსების რომელ ფორმასაც არ უნდა მიმართოთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ თი ბი სი ფეიზე ყველა ოპერაცია უსაფრთხოა, ამის გარდა, შეტყობინების ავტომატური სისტემის გააქტიურებით, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შეძლებთ ყველა გადასახადის დროულ გადახდას და თქვენი ფინანსების სწორად დაგეგმვას. 




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა