|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეროვნული ფორუმი" კოალიციიდან გასვლის საკითხზე კენჭისყრას ატარებს

"ეროვნული ფორუმის" წევრებს  პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე  დღეს 2 კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა: - რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში და მეორე,  უნდა დატოვოს თუ არა "ფორუმმა" კოალიცია “ქართული ოცნება".

დარჩებიან თუ არა "ფორუმელები" კოალიციაში, ეს კენჭისყრის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ლიდერები თავიათ პოზიციას პარტიის წევრებს თავს არ ახვევენ. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება მიიღება კოალიციიდან გასვლის შესახებ, ის დატოვებს თანამდებობასაც,  საუბარია პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტზე.

 "ეროვნული ფორუმი" საპარლამენტო უმრავლესობაში  6-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. მათ წარმომადგენლებს  პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების პოსტები უჭირავთ. "ფორუმის" კოალიციიდან გასვლა ცვლილებებს, სავარაუდოდ,  საკრებულოების დონეზეც გამოიწვევს. ქუთაისის საკრებულოში ფორუმის წარმომადგენლებს  ორი თანამდებობა უჭირავთ. კახა დვალიშვილი იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა. გელა გაბადაძე კი ფრაქციის თავმჯდომარე. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა