|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეროვნული ფორუმმა" კოალიციიდან გასვლა გადაწყვიტა

 ყრილობის დაწყებისას ჩატარებული ე.წ. სარეიტინგო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, "ეროვნული ფორუმის" წევრთა უმრავლესობა მხარს კოალიციის შემადგენლობიდან გასვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს. სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ შავიშვილმა გააცნო. ყრილობის ბოლოს კი ჩატარდება კენჭისყრა, სადაც აღნიშნულ თემაზე პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"წინასწარი მონაცემები ასეთია: 461 დელეგატიდან 360 დელეგატი მხარს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს, 97 – საარჩევნო ბლოკში, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე 342 დელეგატი აფიქსირებს, რომ კოალიციიდან გავდივართ, 117 – ვრჩებით კოალიციაში, 2-მა თავი შეიკავა. ასეთია გამოკითხვის წინასწარი მონაცემები. ამ საკითხებზე ყრილობაზე მიდის კამათი. შემდეგ ჩატარდება ღია კენჭისყრა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ შავიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა