|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არ არის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ფონდი“

საქველმოქმედო ფონდი „მეობა“ აქციებს  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად მართავს.   მის აქტივობებში ჩართულია როგორც ქალაქის მერი, ისე მხარის გუბერნატორი.  ფონდის უახლოესი აქტივობა "გორის პარკში" სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებელი აქცია იყო.  ქუთაისის საჯარო სკოლიდან  შერჩეულ ,სოციალურად დაუცველ 77 მოსწავლეს სასკოლო- საკანცელარიო ნივთების პაკეტი და ატრაქციონებზე გართობის ბილეთები ქალაქის მერმა გადასცა.  

როგორც  ფონდის „მეობა“ ხელმძღვანელი,  ქუთაისის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე, "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავს, ორგანიზაციის წევრები მისი სამსახურის თანამშრომლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მისი მოადგილე ბექა ყანჩელი არიან: “ამჟამად ჩვენი წევრების რაოდენობა 100 კაცამდეა. ჩვენი წევრები არიან საბინაო სამსახურის თანამშრომლები და სხვა მსურველები. ეს არ არის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ფონდი. სისხლის გადასხმის აქციაზე საბანკო სექტორთან ვითანამშრომლეთ. ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან თანამშრომლობის, ყველას ეძლევა ამის საშუალება. ფონდის შემოსავალი ჩვენივე ხელფასებიდან გადახდილი 1 პროცენტია“, - განაცხადა ვიკა ნაკაშიძემ.  

ფონდი ქუთაისში 2015   წლის 21 მარტს დაარსდა. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა