|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არის კარგი მაგალითი, ნახევარ მილიონამდე ლარი როგორ გადაყარეს წყალში"

„მეორედ დაზიანდა  მინა, მაგრამ მარტო მინა არაა პრობლემა, მთლიანად დაზიანებულია კონსტრუქცია და სამწუხაროდ, არის იმაზე  მძიმე მდგომარეობაში,  ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო“- ამგვარად გამოეხმაურა „თეთრ ხიდზე“ მინის დაზიანების ფაქტს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, პრობლემებია ყველა პროექტზე, რაც ქალაქში დაიწყო.

„ეს არის კარგი მაგალითი, ნახევარ მილიონამდე ლარი როგორ გადაყარეს წყალში.  ეს არაა პირველი შემთხვევა, სხვადასხვა ქუჩები, რომლებიც ზარ-ზეიმით გაიხსნა, ისეთივე უხარისხოდაა,  როგორი უხარისხო მთავრობაცაა. ეს პროექტები თავიდან უნდა გაკეთდეს. „ქართული ოცნების“ მიერ  ქუთაისში დაანონსებული პროექტების დიდი ნაწილი ვერ დაიწყო, რაც გაკეთდა, უხარისხოა. ეს მიუთითებს იმას, რომ არც უნარი,  არც სურვილი და არც პასუხისმგებლობა აქვთ. ქუთაისს ფაქტიურად არ ყავს არც მერი, არც ხელისუფლება და პრობლემების წინაშე ბედის ანაბარადაა მიტოვებული ქალაქი.  მერი თავისი უპასუხისმგებლობის ტყუილებით გადაფარვას მიეჩვია და მაგარ ტიპს თამაშობს, ჯობია საქმეს მიხედონ“, -განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, მერიას სთავაზობენ თავიან გამოცდილებას, მაგრამ მათ არ სურთა ოპოზიციის გამოცდილების გამოყენება.

 შეგახსენებთ, "თეთრ ხიდის" რეაბილიტაციის შემდეგ პანორამული მინა მეორედ დაზიანდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა