|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მომასწავებელი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას" - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შიდა ქართლში მათი ოფისი მეოთხედ დაარბიეს, რაც არის "ქართული ოცნების" ხელწერა და მომასწავებელი, როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას.
"ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი. დანით შეიარაღებულმა პირმა მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუჩენია და არ დაუსჯია დამნაშავე. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მომასწავებელი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ეს ინციდენტი და სხვა მსგავსი ინციდენტები არის ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება". ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩვენებს და სამედიცინო დიაგნოზია იმის, რომ ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი