|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთში 5 პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში 5 პროექტი უკვე დაფინანსდა. კერძოდ, საჩხერეში ეწყობა რეკრეაციული ზონა, რეაბილიტაცია უტარდება ბიზნესის განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრს ბაღადათში. ასევე, პროგრამის ფარგლებში ვანში უკვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაბაჯოურის უბნის საავტომობილო გზასა და საფეხმავლო ხიდს, ტყიბულში, სოფელ საწირეში მოეწყო საავტომობილო გზა, ხოლო სამტრედიაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასასვენებელ სკვერს.

 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებთან ერთად, ის ლოკაციებიც დაათვალიერეს, რომელთა დაფინანსების შესახებ წინადადებები მუნიციპალიტეტებს წარდგენილი აქვს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება იმერეთის მხარისთვის. ჩვენ უკვე 2 200 000 ლარის პროექტები განვახორციელეთ. წელს ვგეგმავთ იმერეთში დაახლოებით 9 000 000 ლარის პროექტების განხორციელებას, რაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება“,  - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

 

ცნობისთვის, 2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას.

საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში გასულ წელს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 პროექტი დაფინანსდა, აქედან 5 პროექტი იმერეთში განხორციელდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა